რა კავშირშია ასტროლოგია მეგობრების სწორად შერჩევასთან?

რა კავშირშია ასტროლოგია მეგობრების  სწორად შერჩევასთან?

. ზოგადად, არსებობს მოსაზარება, რომ "მსგავსი იზიდავს მსგავსს" – შესაბამისად, თუ ცხოვრებაში ღალატსა და ორპირობას ვხვებით, ე.ი. ოდესმე გულის სიღრმეში თავადაც გაგვივლია ფიქრად იგივეს გაკეთების ალბათობა... თუმცა, მეგობრების სწორად შერჩევაში ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის თამაში ასტროლოგიასაც შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ ხშირად საკუთარ ემოციებს, აზრებს და ხშირად მომავლის გეგმებს ვანდობთ, ზოგჯერ სავსებით კანონზომიერად გვიგზავნის კოსმოსი...

ჩვენ ხშირად ვუმეგობრდებით მათ ვისთანაც ე.წ. "მეთერთმეტე სახლის" კავშირი გვაქვს. ასტროლოგიურად თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი არსებობს, მათ კი თორმეტ სხვადასხვა სახლზე გააჩნიათ გავლენის უფლება. ასტროლოგიური სახლები სხვადასხვა სფეროებს შეესაბამება, მათგან მეთერთმეტე სახლი კი მეგობრობის თემას "კურირებს", ამიტომ საიმისოდ, რომ ერთგული და კარგი მეგობარი ვიპოვნოთ ჩვენი ნიშნის შემდეგ, მეთერთმეტე ზოდიაქოს ნიშანი უნდა გადავთვალოთ (მაგალითად თუ თქვენ ვერძი ხართ თქვენგან მეთერთმეტე ნიშანი მერწყული იქნება, თუკი ტყუპია თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მეთერთმეტე რიგითობის მხრივ კურო გამოდის და ა.შ.). სწორედ ის იქნება იდეალური მეგობრობაში.

Astrologia

არანაკლებ საინტერესოა ჩვენგან მეცხრე ნიშნით დაბადებულთან კავშირი – მეცხრე სახლი შემეცნების, განათლების სახლია. ადამიანი, რომელიც ჩვენი ნიშნიდან მეცხრე ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა აუცილებლად მოიტანს ჩვენს ცხოვრებაში ფასეულობების ცვლის აუცილებლობას . მან შესაძლოა რაიმე ახალი ცოდნაც გაგვიზიაროს და ახლებური ხედვა გვასწავლოს ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

ხოლო მათთვის ვინც მეგობრებთან ერთად გართობა-დროსტარების მოყვარული ინდივიდია , მეგობარი მეხუთე სახლის მიხედვით უნდა შეირჩეს - ჩვენგან მეხუთე ნიშანი საუკეთესო კომპანიონი იქნება ნებისმიერ გასართობ სიტუაციაში ჩვენთვის. მას ასევე თამამად შეგიძლიათ ანდოთ თქვენი ბავშვების მოვლა-პატრონობაც მოუცლელობის ჟამს.

ხოლო მეგობარი, რომელიც რეალური ძნელბედობისას ამოგიდგებათ მხარში, მოგივლით ავადმყოფობისას და წვრილმან ყურადღებას არასოდეს დაგამადლით თქვენგან მეექვსე ნიშნის წარმომადგენლებში უნდა ეძებოთ. ეს ხალხი არასოდეს გაგიცრუებთ იმედებს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?