ავტორი:

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ

სტატია გამოქვეყნებულია სოციალურ ქსელში:

"დედამიწელების სიცოცხლის ვადა განსაზღვრულია სულის დედამიწაზე მოვლინებამდე. ის, რა თქმა უნდა, ცვალებადია იმის მიხედვით, თუ როგორ გადის ადამიანი გაკვეთილებს, ანუ ის შეიძლება იყოს გაგრძელებული, ან შემცირებული იმის მიხედვით, თუ რამდენად განიცდის დეგრადაციას ან სრულყოფას. მაგრამ, სამშვინველის ფიზიკურ სხეულთან დაშორების საბოლოო ვადა , თუ ის ბუნებრივია და არაა გამოწვეული ძალადობრივი გზით, ცნობილი ხდება წინასწარ . ადამიანის ფიზიკური სხეულის სიკვდილამდე ცოტა ადრე მატერიალურ სამყაროში მოდიან მეგზური სულები 21-ე დონიდან (იხ. მასალა "სულიერი სამყაროს სტრუქტურა"), მათ კიდევ მეგზურ ანგელოზებს უწოდებენ. მათი ამოცანაა - მიაცილონ ფიზიკურ სხეულს ჩამოშორებული სამშვინველი სულიერ სამყაროში, ასტრალის გავლით იმ დონეზე, რომელსაც მან მიაღწია ცხოვრების განმავლობაში. ამისთვის მოდის 1 ან 2 მეგზური სული - მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმ სულზე, რომელიც ტოვებს სხეულს. მას შეიძლება სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდეს სიკვდილის მიმართ. ამრიგად, ჩვეულებრივ 1 ან 2 მეგზური სული მოდის მატერიალურ სამყაროში და ელოდება უშუალო სიახლოვეს, როდის დატოვებს სული (სამშვინველი) სხეულს. ასე რომ, თუ მომაკვდავთან ფიზიკურად არავინ იმყოფება, სულიერ სამყაროში მას ყოველთვის ელოდებიან ის მაღალი ვიბრაციის სულები , რომლებიც მზად არიან დაეხმარონ საჭიროების შემთხვევაში. მაშინაც კი, თუ გარდაიცვლება ადამიანი, რომელიც დემონის დონემდე დეგრადირდა, ანუ, მიეკუთვნება პირველიდან მეექვსე დონეს , მაინც მოვლენ მის შესახვედრად. რა თქმა უნდა, შეიძლება მოვიდნენ ის დემონებიც , რომლებიც მას დაეხმარნენ დეგრადაციაში, მათაც შეუძლიათ მოვიდნენ თავიანთ მეგობართან, მაგრამ მეგზური სულები ყოველთვის იქ არიან. და როდესაც სული საბოლოოდ შორდება ფიზიკურ სხეულს, სულები მას ხვდებიან.

განშორებული სული შესაძლოა იყოს სხვადასხვა მდგომარეობაში იმისდა მიხედვით, თუ როგორ იყო ადამიანი მომზადებული სიკვდილისთვის. საქმე იმაშია, რომ როდესაც სული შორდება სხეულს, მისი აზრები ახდენენ რეალობის ფორმირებას, აზრები ახდენენ ასტრალური წარმოსახვების ფორმირებას . შესაძლოა მან დაიწყოს თავისი გარდაცვლილი ნათესავების ხედვა. მეგზური სულები მიმართავენ სულს. თუ ისინი ხედავენ, რომ სული მათ ვერ აღიქვამს, შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა სახე , გარდაცვლილისთვის ახლობელი სახე, დაამშვიდონ ის, უთხრან, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გააცილონ სული იმ დონეზე, რომელსაც მან მიაღწია. თუ ეს არის 1-21 დონეები, ისინი თავად მიაცილებენ ბოლომდე. თუ ეს არის 21-ზე მაღალი დონე- ისინი მიაცილებენ მხოლოდ 21-ე დონეზე, და შემდეგ ის თავად წავა, რადგან სულს არ შეუძლია ავიდეს იმაზე მაღალ დონეზე, ვიდრე ის არის, სანამ არ მიაღწევს იმ დონეს მატერიალურ სამყაროში განვითარებით . ქვემოთ ჩასვლა შეუძლია. თუმცა ეს მისთვის იქნება დაკავშირებული ვიბრაციების დაწევასთან და იმ ფაქტთან, რომ ქვედა დონეები ჩვეულებრივ მათ არ აჩერებენ და ცდილობენ გააგდონ. მას შეიძლება გაუჭირდეს იქ გაჩერება, თუმცა ეს შესაძლებელია.

და როცა სულს მიაცილებენ იმ დონეზე, სადამდეც ის განვითარდა, იქ მას აუხსნიან წესებს, თუ რით შეუძლია დაკავდეს. თავიდან სულს ჯერ კიდევ გააჩნია სასიცოცხლო ძალა, რომელიც მან თან გამოიყოლა. სიკვდილიდან დაახლოებით 40 დღემდე (თქვენი დროით) სული შეერთებულია სასიცოცხლო ძალით. თანდათან ის მას კარგავს. ფიზიკური სხეულისგან საბოლოო განშორებისას წყდება საციცოცხლო ძალის ძაფი. ანუ, სხეულში დაბრუნება შეუძლებელი ხდება. ჩვეულებრივ, გარდაცვალებიდან ერთი საათის განმავლობაში საციცოცხლო ძალის ძაფი წყდება და იწყება ფიზიკურ სხეულში არსებულ ნივთიერებათა ხრწნის პროცესი, სხეულში არსებული მიკრობები შლიან ამ სხეულს ელემენტებად, რომ ეს მოლეკულები და ატომები მოხვდნენ გარემოში. სწორედ სასიცოცხლო ძაფის გაწყვეტის გამო სამშვინველს არ შეუძლია დაბრუნდეს უკან სხეულში.

ზოგჯერ, როდესაც ადამიანებს ეშინიათ სიკვდილის, მათი სამშვინველი ცდილობს ხოლმე უკან დაბრუნებას, თუმცა ეს უკვე შეუძლებელია. განსაკუთრებით თუ სხეულს ახვევიან ნათესავები, რომელთაც არ უნდათ ამ სულის გაშვება და რომელნიც მას ამ დროს ეცოდება.

  • რა ხდება, თუ სულს ძალიან უნდა დაბრუნება, ნათესავები დარდობენ ამ ადამიანის გარდაცვალებას?

თუ ნათესავები ძალიან დარდობენ, ისინი ამ დარდის ემოციებით გამოყოფენ ადამიანის გარდაცვალების მიუღებლობას, ყველა ეს ემოცია მიდის სულიერ სამყაროში. და რადგან ეს ნათესავები თავად ცოცხლები არიან, მათი ემოციები დამუხტულია სასიცოცხლო ძალით. ემოციები მიდის სულიერ სამყაროში, თუმცა ნაწილობრივ რჩება ასტრალურ სამყაროშიც, მაგრამ ძალიან ბევრი მიდის სწორედ სულიერ სამყაროში. ისინი დამუხტული არიან ამ გარდაცვლილი ადამიანის წარმოსახვით. ყველა ეს ემოცია მისდის ამ სამშვინველს სულიერ სამყაროში. აქ კი ყველაფერი უკვე დამოკიდებულია თავად სამშვინველზე. მას შეუძლია მიიღოს ეს როგორც ენერგეტიკული საკვები, და გამოვლენა ამას ექნება ისეთი, რომ მას მოსწონს, რომ მასზე ფიქრობენ, ის ახსოვთ. მას შეიძლება მოესურვოს, რომ ასე გაგრძელდეს. დაახლოებით მე-40 დღეს (ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ დაახლოებით) ის სრულებით კარგავს სასიცოცხლო ძალას და იქცევა სულად . და თუ მას ამ დროს მოეწონა ასეთი "საკვები", მომავალში მას შეუძლია თავად მოახდინოს ცოცხლად დარჩენილი ნათესავების პროვოცირება ამ ენერგიებზე, მოვიდეს რა მათთან ასტრალში, სიზმარში და ა.შ.

საქმე იმაშია, რომ სულის სიცოცხლე სასიცოცხლო ძალის გარეშე არაბუნებრივია, მისთვის უფრო კომფორტულია იყოს სასიცოცხლო ძალის გარემოცვაში. ის შეიძლება იყოს სულიერ სამყაროში, და ხშირად ჩავა ასტრალურ სამყაროში, თუმცა შესაძლოა დარჩეს კიდევაც ასტრალურ სამყაროში. მას შეუძლია უარი უთხრას მეგზურ სულებს გაჰყვეს მათ. სულიერი სამყაროს კანონის მიხედვით, არავის აქვს უფლება აიძულოს, მათ შეუძლიათ მხოლოდ შესთავაზონ, აუხსნან ყველაფერი. შესაბამისად, თუ სული მაინც უარზეა, მას შეუძლია დარჩეს ასტრალურ სამყაროში და ნათესავების ენერგიებით იკვებოს . მიუხედავად ამისა, მეგზური სულები პერიოდულად მას მოინახულებენ ასტრალურ სამყაროში, აუხსნიან, თუ რა შედეგები მოჰყვება ასეთ ქცევას, რომ მან შესაძლოა განიცადოს დეგრადაცია და ა.შ.

ხანდახან ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ გადაუკეტო ამ სულებს ის ძალა, რომელსაც იღებს ნათესავებისგან , რათა აცილებულ იქნას ამ სულების პარაზიტიზმი. ასეთი კავშირები (სულსა და ნათესავებს შორის) არ შეიძლება იყოს მუდმივი. ნათესავები შეიძლება დაავადნენ, დაკარგონ თავად სასიცოცხლო ძალები, ან დაკავდებიან საკუთარი საქმეებით და დაივიწყებენ ამ სულს, და მას, სულს, ასეთ შემთხვევაში გაუჭირდება საკუთარი შინაგანი სცენარის გადაწყობა. და თუ თქვენ ნამდვილად გეცოდებათ თქვენი გარდაცვლილი ნათესავები, თქვენ არ უნდა შეუწყოთ ხელი მათ დეგრადაციას . თუ ეს მაინც მოხდა და თქვენ გრძნობთ, რომ ეს არხი ჩამოყალიბდა (თქვენსა და სულს შორის), თქვენ უნდა გადაკეტოთ ის, რადგან ასეთ შემთხვევაში სული გააგრძელებს გზას და საკუთარი ამოცანების შესრულებას მიჰყოფს ხელს. არხის გადაკეტვა ნიშნავს, რომ უნდა დაასრულოთ დარდი, გააცნობიეროთ, რომ დარდს აზრი არ აქვს და შეეგუოთ, დაასრულოთ ნეგატიური ბმულების, ნეგატიური ემოციების გენერირება. არხი შეიძლება შექმნას ტკივილმა გარდაცვლილის სულის გამო, კიდევ უფრო ძლიერი არხის შექმნა შეუძლია ნეგატიურ გრძნობებს - მაგალითად, წყენას ამ სულის მიმართ. ნებისმიერი ნეგატიური ემოცია ამყარებს ასეთ ნეგატიურ არხებს, რაც შეიძლება კარმულ კვანძებში გადაიზარდოს და ასეთი ენერგეტიკული კვება ეთრი სულის მიერ მეორესი გაგრძელდეს მომავალ ცხოვრებებშიც.

  • ჰყავს თუ არა ყველა ადამიანს სულიერი დამრიგებელი?

რა თქმა უნდა, ყველას ჰყავს სულიერი დამრიგებელი, თუნდაც იმ გაგებით, რომ დედამიწაზე ყოველი მოვლინების წინ ყოველი თქვენგანი ერთხელ მაინც შეხვედრია სულიერი სამყაროს კონსულტანტებს, რადგან მოვლინების ადგილის შერჩევის გარეშე თქვენ ვერ მოევლინებოდით . სულიერი სამყაროს კანონის მიხედვით, ის კონსულტანტები, რომელნიც თქვენ გეხმარებოდნენ მოვლინების პირობების შერჩევაში, ამას აკეთებდნენ არაერთი დღე. ეს ყველაფერი გამოითვლება სხვადასხვა სიმბოლური ნიშნებით, მაგალითად, რომ შეესაბამებოდეს ჰოროსკოპის ნიშნები, რაღაც ნუმეროლოგიური გამოთვლები.

ასტროლოგიურ-ნუმეროლოგიური სისტემები შექმნილია არა იმისთვის, რომ მოხდეს ზეგავლენა მოვლინებულ სულზე, არამედ იმისთვის, რომ ამაში გარკვეულ ადამიანებს უჩვენონ, ვინ მოევლინა . და რა თქმა უნდა, ანგელოზი კონსულტანტები, იციან რა ეს ყველაფერი - სიმბოლოები, მათი მნიშვნელობები, ირჩევენ პირობებს მათ შორის ამ სიმბოლოების მიხედვით, რათა ამ სიმბოლოებით აჩვენონ, თუ ვინ მოევლინა, რა ამოცანებითა და მიზნებით . და ამავე დროს ირჩევენ პირობებს ისე, რომ მისი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, რომელიც მან ყველა წინა ცხოვრების შედეგად გამოიმუშავა, ის განვითარდეს, იზრდებოდეს სიყვარულში, მოთმინებაში, მორჩილებაში, თავმდაბლობაში . ისინი უყურებენ, რა არ ყოფნის მას ზრდისთვის, და შესაბამისად ურჩევენ მოვლინების პირობებს , ეს ერთი და ორი დღის საქმე არაა, და ხშირად არც ერთი თვის. ჩვეულებრივ, სული ხვდება ერთხელ კონსულტანტებს. მერე შესაძლოა კონსულტანტებმა ის მოიხმონ, უხსნიან მას ამ პირობებს, ესაუბრებიან მას, ხდებიან მისი სულიერი დამრიგებლები. მას სთავაზობენ რამოდენიმე ვარიანტს. თავად სული ეცნობა ამ ვარიანტებს - სად დაიბადება, ვინ იქნება მისი მშობლები, რა მიზნები და ამოცანები ექნება, რამდენ ხანს იცოცხლებს (კონსულტანტების მიერ შერჩეული პროექტით, თუმცა, როგორც ვთქვით, ეს პარამეტრი შეიძლება შეიცვალოს მოვლინების პროცესში), და რა მიზეზით გარდაიცვლება . ამ ყველაფერს მას მოუყვებიან და თუ მას გაუჩნდება კითხვება, თუ რატომ ასე, მას აჩვენებენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.

ცხოვრების პროცეში, რა თქმა უნდა, კონსულტანტები მზად არიან ესაუბრონ სამშვინველს, თუ ის თავად აცნობიერებს კავშირს თავის სულთან, მის მთლიან სულთან, რომელიც რჩება სულიერ სამყაროში (უმაღლესი "მე"). თუ ადამიანი მიდის სულიერი ევოლუციის გზით, თუ ის თანდათანობით აცნობიერებს თავის თავს სულიერ სამყაროში, იწყებს ურთიერთობას თავის ამ ნაწილთან, მაშინ თავისი ამ ნაწილით ის იწყებს ურთიერთობას თავის დამრიგებელთანაც, თუ მას აქვს ამის სურვილი და საჭიროება. ისინი უარს არ ეტყვიან. თავად სულიერი დამრიგებელიც რაღაც მომენტში შეიძლება იყოს უკვე სადმე ინკარნირებული. ასეთ შემთხვევაში, თუ სული მიმართავს დამრიგებელს, მას უპასუხებს "მორიგე" დამრიგებელი, რომელიც გაეცნობა მის საქმეს, და იქ ყველა მზადაა უპასუხოს.

ძირითადად, თვითონ ადამიანი უკავშირდება თავის დამრიგებლებს, თუმცა ეს დამოკიდებულია მისი მოვლინების მიზნებსა და ამოცანებზე. თუ, მაგალითად, მისი მიზნები და ამოცანები მოიცავენ სულიერ პრაქტიკებს, შესაძლოა თავად კონსულტანტები დაუკავშირდნენ მას სიზმარში, ცნობიერების რაღაც შეცვლილი მდგომარეობების დროს, და დააყენონ სწორ გზაზე. ასე რომ, შესაძლოა ინიციატივა მათი მხრიდანაც მოდიოდეს, მაგრამ ისინი ყოველთვის გაითვალისწინებენ მის შესაძლო რეაქციას".

წყარო

როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წინა 7 და მომდევნო 12 დღე?

ორკვირიანი ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამაღამ ახალმთვარეობაა - რა რიტუალი უნდა შეასრულონ ზოდიაქოს ნიშნებმა და რას უნდა ელოდეთ მთვარის ამ თვეში?