ვინც ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა, ვიტყვი, რომ აპრილში ორი დაბნელება გველის – 15 აპრილს მთვარის, ხოლო 29 აპრილს – მზის.
აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, აპრილის თვე ემოციურად ცოტა არ იყოს და ცხელი იქნება. თუმცა არ არსებობს ბნელი, ნათელი მხარის გარეშე. ასევე ნუ დაგვავიწყდება ის, რომ არც ერთი ასტროლოგიური პროგნოზი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთმნიშვნელოვნად ცუდი ან კარგი. როგორც ამბობენ: "როცა ერთი კარი იხურება, იქ ფანჯარი იღება შორიახლოს სადმე"...
მთვარის სრული დაბნელება 15 აპრილს მოხდება სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, დილის საათებში. დაახლოებით 11.45 წუთზე. ხოლო მზის დაბლენებას 29 აპრილს ველით კუროს ზოდიაქოში, დაახლოებით 10.03 წუთზე.
ასტროლოგების აზრით, ზოგადად დაბნელებები მძაფრად მოქმედებენ ადამიანების ჯანმრთელობასა და ემოციური მდგომარეობაზე. მთვარის დაბნელება კონკრეტულად ჩვენს ფსიქიკაზე ახდენს გავლენას, ხოლო მზის – ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე.
ამასთან ერთად, ორი კვირით ადრე და ორი კვირით გვიან უშუალოდ დაბნელების მომენტისა, გარკვეულწილად რთული პერიოდი დგება სოციუმის ცხოვრებაში. ამიტომაც ვვარაუდობთ იმას, რომ აპრილის თვე ზოგადად არ იქნება მარტივი და ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში კარდინალური ცვლილების აუცილებლობასა და ალბათობას მოიტას.
მთვარის დაბნელების პერიოდში ანუ დაახლ. 15 აპრილის რადიუსში (+-2 დღე წინ და უკან), იმატებს ფსიქო-ემოციური პრობლემები. ბავშვები გაცილებით უფრო რთულად ემორჩილებიან დისციპლინას, ბევრს ჭირვეულობენ და ა.შ.
ხოლო მზის დაბნელებისას დაახ. 29 აპრილის პერიოდი (+-2 დღე წინ და უკან), იმატებს წნევის ცვალებადობა, თავის ტკივილები, შაკიკი. ზოგადად მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გააქტიურება/გართულება. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ დაბნელების პერიოდში, მკაცრი უკუჩვენება აქვს ნებისმიერი სახის ქირურგიულ ოპერაციას.
უახლოესი ერთი თვის მანძილზე ბევრ ჩვენგანს, საშუალება ეძლევა გათავისუფლდეს ძველისა და დაიწყოს ახალი, უფრო საინტერესო ეტაპი ცხოვრებაში. მოახდინოს საკუთარი თავის ფსიქო-ემოციური, სოციალური და ფიზიკური ტრანსფორმაცია. ფაქტობრივად ახალი სარკმელი გაჭრას გარემომცველ სამყაროში.
თუმცა, საიმისოდ, რომ ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში რეალურად პოზიტიური და დადებითი იყოს, აუცილებელია აპრილის თვეში ჩვენი თავი დიპლომატიის, კომპრომისის, სიმშვიდისა და სიყვარულის გამოხატვაში "დავატრენინგოთ" . თუკი ჩვენ შინაგანად პოზიტიურები ვიქნებით, სამყაროც დადებით იმპულსებს გამოიმეტებს ნებისმიერი ჩვენგანის მისამართ.
სიმშვიდეს, მოთმინებასა და წინსვლას გისურვებთ!