ვერძი
დედამთილს რომ მოეწონოთ, უნდა იყოთ ენერგიული და კარგი იუმორის გრძნობა უნდა გქონდეთ. არასდროს "გაბურღოთ" თქვენი ქმარი დედის თანდასწრებით. ვერძი-დედამთილი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის შვილთან ერთად იბრძოლეთ ლიდერობისა და ახალი იდეებისთვის.
კურო
დაუმტკიცეთ, რომ მის შვილი ნამდვილად გიყვართ და მასთან სერიოზულ ურთიერთობას აპირებთ. არ დაგავიწყდეთ შინ სიმყუდროვის შექმნა, გემრიელობების მომზადება და მასთან ერთად დაგემოვნება. კურო, როგორც წესი, საკმაოდ ჯიუტი ნიშანია და მასთან კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ დაეთანხმეთ და რაც მთვარია, ხშირად მოეხმარეთ სამზარეულოში.
ტყუპი
ლომი
მას რომ მოეწონოთ, ყურადღებით უნდა გაანებივროთ. ყურადღებით მოუსმინეთ მის კითხვებს და ეცადეთ გაიღიმოთ მაინც მის ხუმრობაზე. ლომი საკმაოდ ეჭვიანი ნიშანია და გაგებით უნდა შეხვდეთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ქმარი დედას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე თქვენ.
ქალწული
მას თავისი შვილისთვის მშვიდი, მზრუნველ და ჰიგიენური ცოლი სურს. მზად იყავით, რომ ქმრისთვის მხოლოდ მოსიყვარულე მეუღლე კი არ იყოთ, უნდა მხარი აუბათ მას ახალ წამოწყებებში, დაეხმაროთ იდეებით და თუ საჭირო გახდა, იდეების განხორცილებისთვის საჭირო თანხითაც.
სასწორი
მას არ უნდა ეკამათოთ და უფრო მეტიც, წარსული წყენა არ უნდა გაუხსენოთ. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენ შორის ჰარმონიამ დაისადგუროს. საუბრისას ხშირად გამოავლინეთ ინტელექტი, იყავით თბილი და მზრუნველი.
მორიელი
ეჭვიანი დედამთილია. მას სურს, მისი შვილი მხოლოდ მას ეკუთვნოდეს. თქვენ ეჭვის თვალით გიყურებთ და შეიძლება ეჭვიანობდეს კიდეც, რომ ვაჟის სიყვარულში მოცილე გაუმოუჩნდა. არ აჰყვეთ პროვოკაციაზე, იუმორში გაუტარეთ. უფრო მეტიც, გაწევრდით მის გუნდში.
თხის რქა
დაანახვეთ, რომ სერიოზული და კარიერაზე, მომავალზე ორიენტირებული ადამიანი ხართ. უნდა იყოთ განათლებული, მიზანსწრაფული და გქონდეთ მომავლის გეგმა. თხის რქა-დედამთილი გამორჩენას თუ შეგამჩნევთ ან სურვილს, რომ მისი ვაჟის შრომით მოპოვებული ფულის გაფლანგვა გსურთ, მის შვილს თვალით ვეღარ დაინახავთ.
მერწყული
თავისუფალი გაგების ქალია და მხოლოდ ერთი რამ სურს, მისი შვილი თავს კარგად უნდა გრძნობდეს. თუმცა, ტყუილს არ გაპატიებთ. იყავით, ის, ვინც ხართ და არ გაუმართოთ იაფფასიანი სპექტაკლი. ასე უფრო მალე მოიპოვებთ მის მეგობრობას.
თევზები
მისი გული რომ მოიგოთ, ესაუბრეთ თქვენს გრძნობებზე, რასაც მისი შვილის მიმართ განიცდით. მას არ სურს ცივი გონებით მომქმედი რძალი. მას უნდა, მისი შვილი სიყვარულში ნებივრობდეს. ეს იქნება მისთვის ბედნიერება.
სტატია მოამზადა რუსუდან გელაშვილმა.