დადგენასთან ერთად, სახალისოც იქნება. თუმცა ტესტის პასუხები რომ სწორი გამოვიდეს, საამისოდ ქვემოთ მოყვანილ კითხვებზე პასუხის გულწრფელად გაცემა და პასუხებში წინასწარ ჩაჭყეტისგან თავის შეკავება მოგეთხოვებათ ესაა და ეს...
მაშ ასე ვიწყებთ:
1 . ქვემოთ ჩამოთვლილი ცხოველებიდან რომელი იწვევს თქვენში სიმპათიას და რატომ?
პინგვინი – სასაცილო, გულუბრყვილო და უბოროტოა. თუმცა ბევრი ვიგინდარა ერჩის;
მგელი – ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ თავისიანების გატანა არ ეშლება;
ვეფხვი – ამბიციური, ენერგიული და ქარიზმატულია. მისი არშემჩნევა უბრალოდ შეუძლებელია.
2 . ზღვასთან რა დამოკიდებულება გაქვთ?
ცურვა გიყვართ, თამამად ებრძვით ტალღებს და ხშირად საკმაოდ შორს შეტოპვისაც არ გეშინიათ, თუმცა იცით, რომ ეს სარისკოა მაინც იმედი გაქვთ რომ ამ ეტაპზე გადარჩებით;
ცურვა გიყვართ, მაგრამ გეშინიათ. ამიტომ არჩევთ ნაპირთან ახლოს იცურაოთ. რამე რომ იყოს სხვები დაგეხმარებიან;
არც ცურვა გიყვართ (არ იცით) და ზღვაც საშიშ ემოციებს იწვევს თქვენში. გირჩევნიათ ნაპირზე იჯდეთ და შორიდან უცქიროთ. ასე უფრო საინტერესოდ გეჩვენებათ.
3 . წარმოიდგინეთ, რომ უცხო სახლში მიგიპატიჟეს სტუმრად. სასტუმრო ოთახში შესულმა კი აღმოაჩინეთ, რომ კედელზე, შავ ჩარჩოში ჩასმული აბსოლუტურად სუფთა ქაღალდი კიდია, ყოველგვარი ნახატის გარეშე. თქვენი პირველი რეაქცია, რომელსაც მისი დანახვა გამოიწვევს.
იფიქრებთ რომ ამაში უთუოდ უნდა იდოს რაღაც აზრი. რომელიც მხოლოდ მისმა შემქმნელმა იცის;
გადაწყვეტთ, რომ ამაზე დიდი სისულელე არავის მოუგონია;
გარკვეული შიში და გაურკვევლობა შეგიპყრობთ. ეს ჩარჩო თქვენთვის სიცარიელესთან ასოცირდება.
4.
როგორია თქვენი დამოკიდებულება ყავის მიმართ და რას მოიმოქმედებდით ერთ დღესაც დეფიციტურ პროდუქტად რომ იქცეს იგი?
საშუალოდ მიყვარს, თუმცა უმისოდაც გავძლებ როგორმე, ან რაიმე ალტერნატიულ საშუალებას მივმართავ (მაგალითად ჩაის);
ძალიან მიყვარს, დღეში რამდენიმე ფინჯანს მივირთმევ საიმისოდ, რომ ენერგია მომემატოს. ჩემი დილაც ყავით იწყება, ყავა არის ჩემთვის სასიცოცხლო ელექსირი, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია;
არ მიყვარს, ზოგჯერ უბრალოდ მიწევს დალევა ეტიკეტის ნორმის გათვალისწინებით, როცა სტუმრად მისულს მთავაზობენ, ხათრის გამო უარეს ვერ ვამბობ. ყავის გარეშე ნამდვილად არაფერი დამაკლდება.
ახლა კი პასუხებს გადავხედოთ:
1 . ცხოველი რომელიც დაახასიათეთ არის ის შთაბეჭდილება რაც გარშემო მყოფებს გააჩნიათ თქვენზე. თუ თქვენ პინგვინი აირჩიეთ, საყვარელ მაგრამ მიამიტ ადამიანად გთვლიან და ამით ბევრი ბოროტად სარგებლობს ხოლმე.
მგელი თუ აღმოჩნდა თქვენი ფავორიტი ცხოველი მკაფიოდ გამიჯნული გყავთ საზოგადოება "ჩემებად" და "უცხოებად". საშიში მტერი და სანდო მეგობარი ბრძანდებით.
ხოლო თუ თქვენი სიმპათია ვეფხვმა დაიმსახურა პოპულარობა, სახელი და დიდება გირჩევნიათ ამქვეყნად ყველაფერს და საამისოდ ბევრზეც ხართ წამსვლელი.
2. ზღვა და მის მიმართ თქვენი ემოციები ცხოვრების მიმართ თქვენი დამოკიდებულებაა. თუკი ცურვა გიყვართ და ხშირად ტალღებსაც უთამამდებით, რისკიანი და სიცოცხლისმოყვარული ტიპაჟი ხართ.
თუ ნაპირთან ახლომახლო გირჩევნიათ ჭყუმპალაობა ფრთხილი, წინდახედული და სტაბილურობის მოყვარული ინდივიდი იქნებით, რომელსაც ყოველთვის აქვს კარგი სამეგობროს დახმარების იმედი.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ ნაპირზე ჯდომა გირჩევნიათ ტალღებთან ჭიდილს, ემოციურ და ფსიქოლოგიურად ძალიან ფაქიზ პიროვნებასთან გვქონია საქმე, რომელიც ძალიან უფრთხის ცხოვრებისეულ ქარტეხილებს და ყოველთვის ურჩევნია, რომელიმე მყუდრო ადგილს (ნაცნობ გარემოცვას, ოჯახს) შეაფაროს თავი სირთულეებისას.
3. კედელზე ჩამოკიდებული შავი ჩარჩო და მასთან დაკავშირებული თქვენი ემოციები, სიკვდილის ფენომენთან თქვენეული დამოკიდებულების სიმბოლური ახსნაა.
თუკი ჩარჩოს დანახვაზე გაიფიქრეთ რომ მასში ავტორმა რაღაც ფარული აზრი ჩადო, ე.ი. ადამიანის გარდაცვალებაშიც გარკვეულ კანონზომიერებას ხედავთ და თვლით რომ სიკვდილი მართალია ნეგატიური, მაგრამ სავსებით ბუნებრივი მოვლენაა.
თუ ჩარჩოს დანახვამ თქვენში პროტესტის გრძნობა გამოიწვია და გაიფიქრეთ, რომ ამაზე დიდი სისულელე ამქვეყნად ჯერ არავის მოუგონია, თქვენ უბრალოდ კატეგორიულად ვერ ეგუებით იმ ფაქტს, რომ ადამიანები იღუპებიან და მიგაჩნიათ, რომ ეს დიდი უსამართლობაა.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩარჩომ თქვენში სიცარიელის ასოციაცია შექმნა, ვინმეს სიკვდილით მიღებულ ტრამვას შეუძლია თქვენში ხანგრძლივი დროით დატოვოს სიცარიელე, ისეთი რომელსაც ვერაფერი ამოავსებს.
4. დაბოლოს, ტესტი ყავაზე – თქვენი სექსუალური მადაა. ყავა ადამიანის სექსუალური ლიბიდოს განსაზღვრებაა სიმბოლურად. თუ თქვენ იგი საშუალოდ გიყვართ და თავისუფლად შეგიძლიათ ალტერნატიული საშუალებით ჩაანაცვლოთ, სექსის გარეშეც მოახერხებთ გაძლებას როგორმე გარკვეული პერიოდი მაინც.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ყავის გარეშე დილის დაწყება ვერ წარმოგიდგენიათ, მარტივად შეიძლება ვივარაუდოთ თქვენი ტემპერამენტის სიძლიერეც.
ხოლო მათ ვინც გამოტყდა რომ ყავის სმა ზოგჯერ, იძულების წესითა და ეტიკეტის ფარგლებში უწევს გულწრფელად ვურჩევთ სექსოლოგთან ჩაეწეროს ვიზიტზე.