შვილის გაზრდა, დამეთანხმებით უდიდეს პასუხისმგებლობას უკავშირდება. ამასთან ერთად, გარდა ფსიქოლოგიური ფაქტორისა დედ-მამამ იმაზეც უნდა იზრუნოს, რომ პატარა ადამიანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ასტროლოგები კი თვლიან, რომ თუკი იცით თქვენი შვილის ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება გაგიადვილდებათ იმის ცოდნაც, თუ რა სახის დაავადებებისკენ არის მიდრეკილი ბავშვი.
მოკლედ, წარმოგიდგენთ ჩამონათვალს თუ კონკრეტულად რა სახის ფათერაკებისკენ არიან მიდრეკილნი სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პატარები:
ვერძების სისუსტეა თავი, კუროების - ყელი (ანგინა და სხვა სახის დაავადებები), ტყუპს კიდურების მოტეხილობა-ღრძობისკენ გააჩნიათ მიდრეკილება. კირჩხიბებს საკვების მიმართ აქვთ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება – ხშირად იწამლებიან. ლომი ბავშვებისთვის ხერხემალი და გულია სუსტი წერტილი. ქალწულებს კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის სისუსტე აღენიშნებათ. სასწორს თირკმელი აქვს სუსტი, მორიელს - შარდსასქესო სისტემა და შარდის ბუშტი (ხშირად ცივდებიან, ემართებათ ცისტიტი, აქვთ ენურეზი). მშვილდოსანს მენჯები აქვს სუსტი, ამოვარდნილობისკენ გააჩნიათ მიდრეკილება. თხის რქა ბავშვებს კი ძვალსახსროვანი სისტემის გაძლიერება და დანტისტთან ხშირი ვიზიტი ესაჭიროებათ, რადგან ადვილად უფუჭდებათ კბილები. მერწყული ბავშვები კი ხშირად ნერვული სისტემის სისუსტითა და სისხლძარღვების პრობლემებით გამოირჩევიან. რაც შეეხებათ თევზებს მათი სუსტი წერტილი მხედველობა და სახსრებია.