რა სახის მავნე ჩვევებისკენ ხართ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა სახის მავნე ჩვევებისკენ ხართ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იმ ნიშნის წარმომადგენელს, გარდა დადებითი თვისებებისა, საკუთარი ე.წ. "ჩრდილოვანი მხარეებიც" გააჩნია, რომელზე საუბარიც არანაკლებ საინტერესო და აუცილებელია. ალბათ ყველას აინტერესებს, რამდენად არის ჩვენში ნარკომანობის, მოთამაშეობის ან ალკოჰოლ დამოკიდებულების პოტენციური საფრთხე? საამისოდ ზოდიაქოს თორმეტივე წარმომადგენლის ფსიქოლოგიური შტრიხების განხილვას რიგითობის მიხედვით უნდა მივყვეთ და ყველას კარადაში აღმოვაჩინოთ კარგად დამალული ჩონჩხი.

ვერძი

როგორც წესი, ვერძებს ოპტიმისტური ხასიათიდან გამომდინარე, იშვიათად უჩნდებათ ნარკოტიკის ან სასმლის მიმართ დამოკიდებულების პრობლემა. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ ვერძის მთავარი ნაკლი, დაუკვირვებლობა და სიფიცხეა. სწორედ ზემოხსენებული თვისებების გამოა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, ხშირად ხვდებიან სხვადასხვა სახის კონფლიქტური სიტუაციის ეპიცენტრში, ავარიებსა და უბედურ შემთხვევებში. აი, რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, ამ შემთხვევაში საფრთხე ნამდვილად დიდია, რადგან ვერძს რისკი და იმპულსური ქმედებები ძალიან უყვარს.

კურო

კუროს უმრავლესობა, ბუნებით სტაბილურობის მოყვარული და გაწონასწორებული ადამიანია. ამიტომ, ამ შეჩვეული კომფორტული გარემოდან მოწყვეტა, დიდ ემოციურ ქაოსს იწვევს. ტიპურ კუროს, როგორც წესი, შრომა და საკუთარი ოჯახური კერის მოწყობა აქვს ცხოვრების მიზნად გადაქცეული. თუმცა, ხომ არსებობს ამქვეყნად ათასგვარი გაუთვალისწინებელი ამბავი, მაგ. მოულოდნელი ინფლაცია, გლობალური ფინანსური კრიზისი და ა.შ. აქედან გამომდინარე, კურო წამალ ან ალკოჰოლდამოკიდებული მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი ფეხქვეშ მყარი ფინანსური ნიადაგი და ხვალინდელი დღის იმედი გამოეცლება.

ტყუპი

ტყუპის უმრავლესობა როგორც წესი, ქრონიკული ცნობისმოყვარეობით გამოირჩევა. ამიტომ, ეს ხალხი გემოს წამალს, ალკოჰოლს ან აზარტულ თამაშებს უპირველეს ყოვლისა, ინტერესის გამო უსინჯავს. თუმცა, საკითხი, რამდენად მიეჩვევა ეს თავქარიანი პიროვნება, ცხოვრების არაჯანსაღ წესს, მთლიანად მის პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული. ამიტომ, თუკი იქ მორიელის, კიბოს ან თევზების გავლენა დიდია, საფრთხე უკვე არცთუ სახუმარო სახეს იღებს. ზოგადად კი, ტიპური ტყუპი, როგორც წესი, ძალზე იშვიათად ეჩვევა ვინმეს ან რამეს ხანგრძლივი დროით.

კირჩხიბი

აი, თუ ვინმეს საკმარისზე მეტი შანსი აქვს, ყველა სახის მავნე ჩვევა ერთდროულად "აითვისოს", ეს უდავოდ კირჩხიბი იქნება. მოგეხსენებათ, კირჩხიბს მთვარე მფარველობს, მთვარე კი ცვალებადი, ფემინური ენერგეტიკის მატარებელია. რაც, რაღა თქმა უნდა, კირჩხიბებზეც მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ემოციური ბუნების გამო კიბოებს ამა თუ იმ ეტაპზე, ცხოვრებისეული მარცხის გადატანა ძალიან უძნელდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზომაზე მეტად ფრთხილები არიან, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში. თუმცა, ხომ იცით, ყველაფერს ვერ დაგეგმავ ცხოვრებაში, ამიტომ კირჩხიბების გასაგონად უნდა ითქვას, რომ მარცხის გადასატანად ბოთლთან დამეგობრება, ნამდვილად არ არის საუკეთესო გამოსავალი.

ლომი

გამომდინარე იქედან, რომ ლომების უმრავლესობა უზომო პატივმოყვარეობითა და სიამაყით გამოირჩევა, ეს ადამიანები ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობენ, საზოგადოებაში საკუთარი "მეფური იმიჯი", რაიმე სახის მავნე ჩვევისადმი მიდრეკილებით არ შებღალონ. თუმცა, თავმოყვარეობის შელახვა ან სასიყვარულო ფრონტზე გადატანილი მარცხის სწორად გააზრება, ხშირად ცხოველთა მეფეს ძალიან უჭირს და იშვიათი არაა, რომ ლომი წამალს, სასმელს ან კაზინოს "უმეგობრდება". ასეთ შემთხვევაში იგი საჯაროდ უნდა შეარცხვინოთ იმისთვის, რომ მასში თანდაყოლილმა სიამაყემ გაიღვიძოს და თავს აზრზე მოსვლა აიძულოს. მერწმუნეთ, თუკი ლომის თავმოყვარეობა სახალხოდაა შელახული, იგი თავს მოიკლავს და საპირისპიროს დამტკიცებას შეეცდება გარშემო მყოფთა თვალში.

ქალწული

ალბათ ბევრისთვის გასაკვირი იქნება, ის ფაქტი რომ ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ერთი შეხედვით ყველაზე მოწესრიგებული და გაწონასწორებული ქალწული, სინამდვილეში შეიძლება ყველაზე დიდი "წამალდამოკიდებული“ გახდეს. საქმე იმაშია, რომ ქალწულის ბუნებიდან გამომდინარე, იგი ზოგადად "დამოკიდებულებების ტიპია". მართალია, მას უჭირს ვინმეს ან რამეს მიღება უცებ, მაგრამ თუკი ერთხელ გადაწყვიტა და მიიღო, ეს სამუდამოა. ან თუ სამუდამო არა, – ხანგრძლივი მაინც. ამასთან ერთად, მთელი პრობლემა იმაშია, რომ სწორედ ქალწულია ის ერთადერთი ნიშანი, რომელიც გონებით აცნობიერებს, რომ ეს ცუდია, მაგრამ მაინც აკეთებს ამას, სიტუაციის უკვე ჩვევაში გადასულობის გამო.

სასწორი

სტატისტიკას რომ გადავავლოთ თვალი, მავნე ჩვევებისკენ მიდრეკილთა შორის, სასწორი ალბათ ყველაზე იშვიათად გვხვდება. ეს იმიტომ, რომ მათი ესთეტიკური ბუნება ვერ ეგუება ვერანაირ სიმახინჯეს, სიმდაბლეს, ამორალურობასა და ნორმიდან გადახვევას. თუმცა, ხათრიანი ბუნების გამო, გამორიცხული არაა ისიც, რომ სასწორმა რომელიმე მავნე ჩვევის "დაგემოვნებისგან" უარი მაინც ვერ თქვას და ზემოხსენებული ხათრიანობის გამო გააგრძელოს მასთან "მეგობრობა" მომავალშიც.

მორიელი

კირჩხიბის შემდეგ ალბათ ყველაზე მეტი ადამიანი, რომელიც ცხოვრებისეულ ე.წ. "ჩრდილოვან" მხარეებს სიამოვნებით ეტანება მორიელია. ამ ადამიანებს მოსწონთ რისკი, მძაფრი ემოციები და ზოგადად სამართებლის პირზე სიარული ცხოვრებაში. რაც მათში ადრენალინის დოზის მოზღვავებას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ მორიელები ხშირად თავად ქმნიან სიტუაციას საიმისოდ, რომ სხვადასხვა სახის მძაფრი ემოციით, ცხოვრება "გაიპრობლემონ", ბევრი მათგანისთვის ხომ, სიამოვნება და ტანჯვა სინონიმებია.

მშვილდოსანი

ჭეშმარიტ მშვილდოსანს, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "ოპტიმიზმის მამა". აქედან გამომდინარე, ეს სიცოცხლისმოყვარული და მხიარული ადამიანები, წამალ ან ალკოჰოლდამოკიდებულებას იშვიათად განიცდიან. თუ მაინც შეგხვედრიათ სადმე ამგვარი მშვილდოსანი, მის პირად კოსმოგრამაში აუცილებლად იქნება მორიელის, კირჩხიბის ან თევზის "ოვერდოზი", ან პლანეტა ნეპტუნის ცუდი ასპექტაცია. აი, რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, ამ მხრივ საქმე ცოტა რთულადაა. ეს იმიტომ, რომ ბუნებით ავანტიურისტი და რისკის მოყვარული მშვილდოსანი თითქმის ვერასოდეს უძლებს ცდუნებას, სასწორზე დადოს ყველაფერი და ფორტუნას მაცდურ შარმს ბრმად დაემორჩილოს. თუმცა, მმართველი პლანეტა იუპიტერის წყალობით, რომელიც წარმატების პლანეტაა, მშვილდოსნებს მაინც სწყალობთ ბედი და ადვილად ახერხებენ პრობლემებიდან თავის დაძვრენას.

თხის რქა

რაც შეეხება თხის რქას, როგორც წესი, ტიპური თხის რქისთვის ამქვეყნად ყველაზე დიდი "ნარკოტიკი" კარიერის კეთებაა. თუმცა, კირჩხიბის მსგავსად, ვერც თხის რქა ინელებს მარტივად მარცხს ან წარუმატებლობას. ამის გამო იშვიათად, მაგრამ მაინც თხის რქებშიც გვხვდებიან წამალ და ალკოჰოლ დამოკიდებული ადამიანები. თუმცა, თუ თხის რქამ ამგვარ გზაზე დადგომა აირჩია, მისთვის ე.წ. "რეაბილიტაციის პროცესი" ძალიან გაძნელდება.

მერწყული

მერწყულების უმეტესობას, სხვადასხვა სახის "აკრძალული ხილის" გასინჯვისკენ, ტყუპის მსგავსად ცნობისმოყვარეობა უფრო უბიძგებს, ვიდრე სერიოზული დამოკიდებულება. თუმცა, მერწყულისთვის გაცილებით უფრო რთულია შემდგომში ე.წ. "საშიშ სატყუარას" თავი დაანებოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ მერწყულის ზოდიაქოს ერთ-ერთი მმართველი, დამსჯელი პლანეტა სატურნია, რომელიც ამ ადამიანებს საკმაოდ მკაცრად უსწორებს ანგარიშს, დაშვებული შეცდომების გამო.

თევზები
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, თევზები კირჩხიბისა და მორიელის შემდეგ, ყველაზე რეალური კანდიდატები არიან წამალ ან ალკოჰოლ დამოკიდებულთა რიგებში მოსახვედრად. ეს იმიტომ, რომ ბუნებით სათუთებსა და მეოცნებეებს ცხოვრებისეული, მწარე რეალობის მიღებას, ხშირად ილუზიებისთვის თავის შეფარება ურჩევნიათ. რაღა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ვინც თევზების ზოდიაქოს ნიშნით გაჩნდა, ვერ იქნება პოტენციური ლოთი ან ნარკომანი, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ თევზებს მსგავსი ტიპის "გასართობისკენ" გულმა აქტიურად გაუწიოს ძალზე დიდია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?