ყოფილა ალბათ მომენტი, როცა თუ დიდი ბოროტება არა მცირეოდენი მავნებლობის ჩადენა მაინც გვდომებია იმ ადამიანების მისამართით ვინც ჩვენში აგრესიას ან ანთიპათიას იწვევს. მაინც რა სახის "დანაშაულზე" ვართ წამსვლელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ასე მაგალითად, ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც ცეცხლის სტიქიას ეკუთვნიან - ანუ ვერძი, ლომი და მშვილდოსანი იშვიათად ახერხებს თავის შეკავებას და არც იმის მოთმინება ყოფნით, რომ ინტრიგები ხლართონ ვინმეს წინააღმდეგ. ასეთი ადამიანი ღიად და გახსნილად "მავნებლობს". პირდაპირ მოგახლით რასაც ფიქრობს თქვენზე ან საჯაროდ გამოგლანძღავთ უკეთეს შემთხვევაში.
ჰერის ნიშნები ტყუპი, მერწყულები და სასწორები სიტყვიერი ბატალიების დიდოსტატები არიან. ამიტომ მათ "ყბაში" ჩავარდნას გულწრფელად არავის ვურჩევთ. ამ ადამიანებს გააჩნიათ უნარი, ცინიკური რეპლიკებით ან დაცინვით გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენონ მათთვის არასასურველი პიროვნების იმიჯს.
მიწის სტიქიის წარმომადგენლებს კუროებს, თხის რქებს და ქალწულებს იშვიათად სცალიათ საიმისოდ, რომ ვინმეს წინააღმდეგ ინტრიგები ხლართონ. თუმცა, თუკი ასეთი ადამიანი გააბრაზეთ ან გზაზე ეღობებით, იგი არგუმენტირებულად და ჭკვიანად მოახერხებს, აბსოლუტურად კანონიერი გზებით ჩამოგიშოროთ გზიდან.
დაბოლოს, ყველაზე დიდ კრეატივს მავნებლობების კეთებაში წყლის სტიქიის ნიშნები - კირჩხიბები, მორიელები და თევზები იჩენენ. მათთვის ამგვარი საქციელი თავისებურ ხელოვნებაა. ამიტომ ისინი გასაოცარი ოსტატობით გეგმავენ, მათთვის არასასურველ ადამიანაზე შურისძიებას. თანაც ისე, რომ ეს უკანასკნელი ვერც ვერასოდეს მიხვდება მაინც ვინ გახდა მისთვის "ბანანის ქერქზე ფეხის აცურების" მიზეზი.