რა სახის საახალწლო საჩუქრით გავახაროთ ესა თუ ის ადამიანი მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

რა სახის საახალწლო საჩუქრით გავახაროთ ესა თუ ის ადამიანი მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

როცა ადამიანების დიდი ნაწილს რაღაც დოზით მაინც სჯერა ოცნებების ასრულების და ჩვენ ყველანი, ცოტა ხნით ბავშვობაში ვბრუნდებით... თოვლის პაპისა და საჩუქრების მოლოდინში. თუმცაღა, საჩუქარიც არის და საჩუქარიც, მაინც რა უნდა ვაჩუქოთ ამა თუ იმ ადამიანს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე?

ვერძი

ვერძები პრაქტიკული საჩუქრებით იხიბლებიან. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს რაც არ უნდა ძვირად ღირებული სუვენირი უსაჩუქროთ, ვერაფრით მოუძებნის მას გამოყენებას. აჩუქეთ მობილური ტელეფონი, პლანშეტური კომპიუტერი, კარგი სათვალე, თბილი ქუდი ან ხელთათმანები. ამგვარი საჩუქრით უფრო შეძლებთ მისი გულის მოგებას.

კურო

კუროები, როგორც წესი, ყოველთვის ამჯობინებენ ხარისხს რაოდენობას. აქედან გამომდინარე, კუროსთვის შერჩეული საჩუქარი არ უნდა იყოს სიმბოლური და არაფრისმთქმელი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებული ყნოსვითი მონაცემებითა და გურმანობით გამოირჩევიან. ამიტომ საუკეთესო საჩუქრად კუროსთვის სუნამო ან კარგი ღვინო გამოდგება.

ტყუპი

ტყუპს ყველაფერი იზიდავს, რაც სახალისო და გასართობ ფუნქციას ატარებს. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულს ძალიან გაახარებთ კარგი წიგნის, კომპიუტერული ტექნიკის ან ბოულინგ-კლუბის აბონიმენტით. გარდა ამისა, ტყუპი ქალისთვის თამამად შეგიძლიათ სამკაულის, ლამაზი შარფის ან თავსაბურავის ჩუქება.

კირჩხიბი

კირჩხიბებს, როგორც წესი, შემგროვებლობა ახასიათებთ. ამიტომ გამორიცხული არ არის თქვენი ნაცნობი კირჩხიბი საახალწლო საჩუქრების კოლექციასაც კი აგროვებდეს. შესაბამისად, სასურველია, მას რაიმე ორიგინალური სახის სუვენირი, ანტიკვარული სამკაული ან ნივთი აჩუქოთ. მდედრი კირჩხიბის გულის გახარება კი საოჯახო ტექნიკის ან ლამაზი ჭურჭლის ჩუქებით შეგიძლიათ.

ლომი

ლომები აღმერთებენ საჩუქრებს. თანაც არა იაფფასიანს, არამედ ძვირად ღირებულს და ექსკლუზიურს. აქედან გამომდინარე, თუკი ლომისთვის საახალწლო საჩუქარს არჩევთ, რაიმე განსაკუთრებულს თუ ვერ მიაგენით, უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ ოქროს სამკაულით შემოიფარგლოთ. მამრობითი სქესის ლომებს ძვირფასი საოფისე ატრიბუტიკა, კარგი ხარისხის სუნამო ან კოსმეტიკაც გაახარებთ.

ქალწული

ქალწულები უაღრესად პრაქტიკული და რეალისტი ადამიანები არიან. ამიტომ, როცა ქალწულისთვის საახალწლო საჩუქარს არჩევთ, აჯობებს იცოდეთ იმ კონკრეტულ მომენტში მას რა უფრო ესაჭიროება. ამგვარ ნაბიჯს ქალწული თქვენგან ძალიან დააფასებს. თუ მაინცდამაინც სიურპრიზის მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი, სასურველია აჩუქოთ ისეთი ნივთი, რომელიც ფუნქციური და გამოყენებადი იქნება. მაგალითად - კოსმეტიკის ნაკრები, წიგნები სწორი კვების და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, თბილი ფაჩუჩები და ა.შ.

სასწორი

სასწორები ბუნებით ესთეტები და სილამაზის უნაკლო შემფასებლები არიან. ამიტომ როცა საქმე სასწორისთვის საჩუქრის შერჩევაზე მიდგება, პირველ რიგში ნივთის ვიზუალური მახასიათებლებით იხელმძღვანელეთ. სასწორი მოიხიბლება ლამაზი, კრეატიული სუვენირით, ორიგინალური ფერისა და დიზაინის სამკაულით ან წიგნებით მხატვრობისა და ხელოვნების შესახებ. მამაკაც სასწორს თქვენგან ნაჩუქარი, ლამაზი ჰალსტუხი ან შარფიც გაახარებს.

მორიელი

მორიელისთვის საჩუქრის შერჩევა საკმაოდ რთული რამაა. გამომდინარე იქედან, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხში აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის ინდივიდები გვხვდებიან. თუმცაღა, მათ შორის საერთო მახასიათებელი იდუმალების, ექსტრიმის სიყვარული და გარკვეული ინტიმურობაა. ამიტომ საუკეთესო საჩუქრად მორიელისთვის პიკანტური სუნამო, აბაზანის ნაკრები ან ძვირფასი თეთრეული ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. მამრობითი სქესის მორიელს კარგი სიგარა, ვისკი ან ანტიკვარული იარაღიც გაახარებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ტყუპის მსგავსად, ბავშვურები და ინფანტილურები არიან. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის საჩუქრად სასურველია პატარა ლეკვი, ზღვის გოჭი ან სულაც ფისუნია შეარჩიოთ. ცხოველების დიდი მოყვარული მშვილდოსანი ამგვარი საჩუქრით აღფრთოვანებული დაგრჩებათ. მდედრ მშვილდოსნებს კი რომელიმე ზამთრის კურორტზე გასამგზავრებელი ბილეთებით შეგიძლიათ გაუხაროთ გული.

თხის რქა

თხის რქები ტრადიციების მოყვარული ადამიანები არიან. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს უმჯობესია ისეთი საჩუქარი აჩუქოთ, რომელიც ზედმეტი ექსტრავაგანტურობით არ გამოირჩევა. სასურველი ნივთების სიაში შედის - ოქორს ან ვერცხლის სამკაული, კარგი ხარისხის ღვინო/კონიაკი, სიგარის ნაკრები ან რესპექტაბელურ საახალწლო ივენთზე მიწვევა.

მერწყული

მერწყულს ყველაფერი ხიბლავს რაც სტანდარტებს სცდება და ექსტრა-ორდინალურია. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს შეგიძლიათ თამამად აჩუქოთ უახლესი მოდელის პლანშეტური კომპიუტერი ან ზოგადად ნებისმიერი სახის კომპიუტერული ტექნიკა. მდედრი მერწყულის გულს კი ექსკლუზიური, განსხვავებული დიზაინის მქონე აქსესუარით მოიგებთ.

თევზები

თევზები რომანტიკული, მეოცნებე ნიშანია. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის საახალწლოდ კარგი საჩუქარია საყვარელი შემსრულებლის კომპაქტდისკი ან ფავორიტი მხატვრული ფილმების კოლექცია. ქალი თევზი ნაზი, ოდნავ გრილი არომატის სუნამოს ან კოსმეტიკის ნაკრების ჩუქებით აღფრთოვანდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?