რა სახის საჩუქრით მოიგებთ ქალის გულს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა სახის საჩუქრით მოიგებთ ქალის გულს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა სახის საჩუქრით უნდა გაახაროთ საყვარელი ქალი საიმისოდ, რომ მისი გული მარტივად მოიგოთ? ამის გარკვევა ყველაზე იოლად, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეიძლება. ასე რომ, გადახედეთ ქვემოთ მოცემულ სტატიას და დროულად დაიჭირეთ თადარიგი "გმირობის" ჩასადენად...

ვერძი

მას პრაქტიკული საჩუქრები უყვარს. აჩუქეთ ორიგინალური დიზაინის სათვალე, ლამაზი შარფი, სპა-სალონის ან სოლარიუმის აბომინენტი, დაგეგმეთ ქალაქგარეთ მასთან ერთად რომანტიკული უიქენდი, იგი უბრალოდ აღფთრთოვანდება ამით.

კურო

კუროსთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება ძვირად ღირებული კოსმეტიკის ნაკრები, ძვირფასი ქვებით გაწყობილი მასიური სამაჯური ან კულონი, ასევე სადილი რესტორანში სადაც ქალაქის საუკეთესო შეფ-მზარეული ამზადებს კერძებს.

ტყუპი

ტყუპის აღფრთოვანება რომ დაიმსახუროთ, აჩუქეთ მას უახლესი მოდელის მობილური ტელეფონი ან აიპადი. მას ასევე გაახარებს სამკაულების ნაკრები, ან ლამაზი ხელჩანთა.

კირჩხიბი

კირჩხიბის გული თუ გინდათ მოიგოთ, მას აუცილებლად უნდა აჩუქოთ ძვირად ღირებული სუვენირი, რომელსაც იგი თაობებს შეუნახავს, როგორც რელიკვიას. სასურველია, ეს ნივთი იყოს ხელნაკეთი.

ლომი

ლომისთვის საჩუქრის შეძენა თქვენს ბიუჯეტს საკმარისზე მეტად შეარყევს, ეს იმიტომ, რომ იაფფასიანი ნივთის ჩუქების შემთხვევაში, ძუ ლომის მხრიდან პატივისცემას უმალ დაკარგავთ. აჩუქეთ მას დახვეწილი დიზაინის მქონე ოქროს სამკაული, მიიწვიეთ კარგ სპექტაკლზე ან გაანებივრეთ მდიდრულ რესტორანში ვახშმით.

ქალწული

თუ გინდათ ქალწული გაახაროთ, აჩუქეთ მას რაც შეიძლება კარგი ხარისხის კოსმეტიკური ნაკრები ან ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ფასდაკლებით ვიზიტის აბონიმენტი. მას ასევე გაახარებს ძვირად ღირებული თეთრეულის კომპლექტიც.

სასწორი

სასწორის გულის მოსაგებად, აუცილებელია, რომ ნებისმიერი სახის საჩუქარს, თან ტკბილეულის ლამაზად შეფუთული ნაკრებიც ახლდეს. საჩუქრის სახით კი შეგიძლიათ შეარჩიოთ ლამაზი ბროში, თმის სამაგრი ან უცხო დიზაინის საყურე.

მორიელი

საიმისოდ, რომ მორიელს საჩუქრით ასიამოვნოთ, აუცილებელია, კარგად გაისარჯოთ. აჩუქეთ მას პიკანტური სურნელის მქონე სუნამო, სექსუალური თეთრეული ან კარგი ხარისხის ოქროს სამკაული, სასურველია კულონი ან სამაჯური.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის გულის მოსაგებად ყველაზე ნაცადი გზა, მისთვის რომანტიკული უიქენდის მოწყობაა, რომელიმე მთიან კურორტზე.  გარდა ამისა, შეგიძლიათ მას თამამად აჩუქოთ პატარა ოთხფეხა მეგობარი, რომელსაც იგი თვალისჩინივით გაუფრთხილდება.

თხის რქა

თუ თხის რქისთვის საჩუქარს არჩევთ აქცენტი ხარისხთან ერთად, მის პრაქტიკულობაზეც უნდა გააკეთოთ. აჩუქეთ მას ძვირფასი საკანცელარიო ნივთების ნაკრები, ოფისის ლამაზი სუვენირი ან საქმიანი ქალისთვის გამოსადეგი, მდიდრული ტყავის ხელჩანთა.

მერწყული

თუკი მერწყული გინდათ საჩუქრით გააოცოთ, აუცილებელია, თქვენი ფანტაზიის მაქსიმუმი გამოიყენოთ ამ მხრივ. მერწყული ძალიან დააფასებს თქვენი მხრიდან მისთვის მოწყობილ, იმპროვიზებულ კარაოკეს. იგი ასევე აღფრთოვანდება ორიგინალური ფორმისა და დიზაინის მქონე ლამაზი სამკაულით ან თავსაბურავით.

თევზები

თევზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი, ყვავილების ლამაზი თაიგულია. გარდა ამისა, თუკი ზემოხსენებულ თაიგულს დახვეწილი ხარისხის სამკაულს ან კოსმეტიკის ნაკრებსაც დაუმატებთ, თევზი ქალი ერთიორად მოხიბლული დაგრჩებათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?