კონკრეტული, ნეგატიური თუ პოზიტიური თვისებებითაა დაჯილდოებული. ზოგს თუ ტაქტი და დიპლომატია, აკლია სხვას შესაძლოა პრობლემას ხასიათში პრინციპულობის ნაკლებობა უქმნიდეს. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანთან ურთიერთობისას შეიძლება ვისწავლოთ მისგან ესა თუ ის კარგი თვისება. ის, რაც საკუთარი ნიშნიდან
გამომდინარე არ გვაქვს ან სუსტად გვაქვს გამოვლენილი.
დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ადამიანისგან რა დადებითი თვისების სწავლა შეიძლება:
მაშ ასე, 5 თვისება, რომელიც შეგიძლიათ ისწავლოთ ქალწულისგან:
1. შრომისუნარიანობა - ქალწული ზოდიაქოს ყველაზე "ვორკოჰოლიკი" ნიშანია.
2. პასუხისმგებლობა -
ქალწულებს უზომოდ აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომაც ვერ იტანენ ქაოსურ და არაპროგნოზირებად ადამიანებს.
3. დაკვირვებულობა - დეტალიზაციის გასაოცარი უნარის გამო, ბევრ ქალწულს შეგვიძლია "უდიპლომო კრიმინალისტის" წოდებაც კი მივანიჭოთ.
4. მზრუნველობა - პოპულარული გამოთქმა - "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" ქალწულზეა ზედგამოჭრილი.
5. ემოციების კონტროლი -
იგი ყოველთვის ახერხებს გულზე წინ გონება გაუშვას, რაც ძალიან ხშირად ეხმარება შეცდომების თავიდან აცილებაში.