ის, რაც საკუთარი ნიშნიდან გამომდინარე არ გვაქვს ან სუსტად გვაქვს გამოვლენილი.
დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ადამიანისგან რა დადებითი თვისების სწავლა შეიძლება:
მაშ ასე, 5 თვისება, რომელიც შეგიძლიათ ისწავლოთ კირჩხიბისგან:
1. მზრუნველია - კირჩხიბის სიყვარული და ერთგულება საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ უსაზღვროა.
2. შეუძლია კარგად მოერგოს ახალ ადამიანებს და სიტუაციას -
კირჩხიბს გააჩნია განსაკუთრებული შინაგანი "რადარი", რომლითაც იგი გარშემო მყოფების მისდამი დამოკიდებულებას განსაზღვრავს.
3. საოცრად მოსიყვარულეა - სიყვარულში ემოციების მხრივ არ იცის ზომა. შეუძლია საკუთარი პარტნიორი ამ სიყვარულში "დაახრჩოს".
4. პატივს სცემს საკუთარ წარსულს და ტრადიციებს -
კირჩხიბი მოწიწებით ეკიდება საკუთარ წარმომავლობას. ყოველთვის ზრუნავს უხუცეს ნათესავებზე.
5. საკუთარი ქვეყნის პატრიოტია -
ერთი შეხედვით მორცხვი და გაუბედავი კირჩხიბი, საოცარ სიმამაცეს იჩენს, თუკი საქმე პატრიოტულ მოტივებს ეხება.