კონკრეტული, ნეგატიური თუ პოზიტიური თვისებებითაა დაჯილდოებული. ზოგს თუ ტაქტი და დიპლომატია, აკლია სხვას შესაძლოა პრობლემას ხასიათში პრინციპულობის ნაკლებობა უქმნიდეს. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანთან ურთიერთობისას შეიძლება ვისწავლოთ მისგან ესა თუ ის კარგი თვისება, ის რაც საკუთარი ნიშნიდან გამომდინარე არ გვაქვს ან სუსტად გვაქვს გამოვლენილი.
დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ადამიანისგან რა დადებითი თვისების სწავლა შეიძლება:
მაშ ასე, ხუთი თვისება, რომელიც შეგიძლიათ ისწავლოთ კუროსგან
1. სიჯიუტე - იგი არასოდეს უხვევს დასახული მიზნისგან.
2. სიმშვიდე - კურო იშვიათად ნერვიულობს და ფაციფუცობს რამეზე.
3. საკუთარი პრინციპების ერთგულება - მისი შეხედულებები მუდმივი და მყარია დროსა და სივრცეში.
4. მუყაითობა - კურო საოცრად მშრომელი ადამიანია. მას არ ეზარება იშრომოს საკუთარი ოცნებებისთვის ფრთების შესასხმელად.
5. პრაქტიკულობა - არასოდეს ეპოტინება უტოპიურ მიზნებს. ყოველთვის იცის საკუთარი შესაძლებლობების მინიმუმი და მაქსიმუმი.