კონკრეტული, ნეგატიური თუ პოზიტიური თვისებებითაა დაჯილდოებული. ზოგს თუ ტაქტი და დიპლომატია, აკლია სხვას შესაძლოა პრობლემას ხასიათში პრინციპულობის ნაკლებობა უქმნიდეს. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანთან ურთიერთობისას შეიძლება ვისწავლოთ მისგან ესა თუ ის კარგი თვისება. ის, რაც საკუთარი ნიშნიდან გამომდინარე არ გვაქვს ან სუსტად გვაქვს გამოვლენილი.
დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ადამიანისგან რა დადებითი თვისების სწავლა შეიძლება:
მაშ ასე, 5 თვისება, რომელიც შეგიძლიათ ისწავლოთ ტყუპისგან:
1. სიტუაციის მრავალმხრივად დანახვა -
"ტყუპური ლოგიკით" ყველა პრობლემას აქვს სულ მცირე ორი გამოსავალი.
2. ემოციების მარტივად "განიავება" - ტყუპი იშვიათად დარდობს დიდხანს წარსულზე. იგი აწმყოზეა ორიენტირებული.
3. გადაწყვეტილების სწრაფად მიღება -
ტყუპს არასოდეს სცალია იფიქრობს ბევრი. იგი ელვის სისწრაფით იღებს გადაწყვეტილებას.
4. კომუნიკაბელურობა - არ არის სირცხვილი არაფრის კითხვა. სამყარო ინფორმაციას ეფუძნება.
5. ადვილი ადაპტაცია დროსა და სივრცეში -
ტყუპი მარტივად ერგება ახალ გარემოს. მიბაძეთ თქვენც.