რომ კომპრომისისა და ურთიერთდათმობის ხელოვნებაზეა აგებული, ალბათ ამაზე არავინ კამათობს. თუმცა, ადამიანები საკუთარი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე განსაკუთრებულ და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებენ. ამიტომაც გთავაზობთ სტატიების ციკლს ზუსტად იმის შესახებ, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან რომანის შემთხვევაში და სად სჯობს გამოიჩინოთ დიპლომატია...
მაშ ასე, რა სირთულეებს წავაწყდებით თუ გვიყვარს მშვილდოსანი
1. ის მოუხეშავია - ორივე სქესის მშვილდოსნები, ძალზე მოუხეშავები არიან. შესაძლებელია საკუთარი დაუკვირვებელი საქციელით, ხშირად შეგარცხვინოთ საზოგადოებაში.
2. ის ზედმეტად "მართალია" - მშვილდოსანს ეზიზღება ტყუილი და ყოველთვის არჩევს სიმართლე პირში მოგახალოთ. რაც ყოველთვის არ არის სასიამოვნო მომენტი.
3. ის დამოუკიდებელია - მშვილდოსანი ვერ იტანს ჩარჩოებს. ამიტომ თუკი თქვენ მას ურთიერთობის საწყის ეტაპზევე ჩამოუგდებთ საუბარს მომავალი ოჯახის შესახებ. შესაძლებელია იგი თქვენი ცხოვრებიდან მოულოდნელად და უკვალოდ გაქრეს.
4. ის დემაგოგია - მშვილდოსნები აღმერთებენ სხვებისთვის მორალის კითხვას და ჭკუის სწავლებას. გამაღიზიანებელი კი ამაში ის არის, რომ ძალზე ხშირად იმ საქციელისთვის განგსჯით, რომლის ჩადენასაც თავს თვითონ დიდსულოვნად პატიობს ხოლმე.
5. ის უპასუხისმგებლოა - დაგპირდათ თხუთმეტ წუთში მოვალო? ლოდინის დრო სავარაუდოდ (ისიც უკეთეს ვარიანტში) საათნახევარია. მშვილდოსნების უმეტესობას აბსოლუტურად დაკარგული აქვს დროის შეგრძნება.