კომპრომისისა და ურთიერთდათმობის ხელოვნებაზეა აგებული, ალბათ ამაზე არავინ კამათობს. თუმცა, ადამიანები საკუთარი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე განსაკუთრებულ და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებენ. ამიტომაც გთავაზობთ სტატიების ციკლს ზუსტად იმის შესახებ, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან რომანის შემთხვევაში და სად სჯობს გამოიჩინოთ დიპლომატია...
მაშ ასე, რა სირთულეებს წავაწყდებით თუ გვიყვარს თევზები
1. ის დაბნეულია - ხშირად ავიწყდება თარიღები, მისამართები და თქვენი სახელიც კი... ოღონდ ეს სიბოროტით არასოდეს მოსდის.
2. ის ემოციურია - თევზები ზოდიაქოს ყველაზე სენსიტიური ნიშანია, ამიტომ მასთან კომპრომისი სხვა ზოდიაქოს წარმომადგენლებზე დიდი დოზით დაგჭირდებათ.
3. ის ამოუცნობია - თევზები თავის თავში ზოდიაქოს დანარჩენი 11 ნიშნის სხვადასხვა თვისებებს აერთიანებს, ამიტომ რა გასაკვირია, თუ ხანდახან გეჩვენებათ, რომ საერთოდ არ იცნობთ ამ ადამიანს.
4. ის პასიურია - თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანს, ურთიერთობაში დომინირება იშვიათად ახასიათებს. ამიტომ მოგიწევთ ხშირად გამოიჩინოთ ინიციატივა მასთან.
5. ის ცვალებადია - ხასიათი ხშირად ეცვლება, ზოგჯერ მარტოობაც სურს ხოლმე. უნდა გაუგოთ და დაუტოვოთ საკუთარი პირადი სივრცე. ასე იგი ძალებს ინაზღაურებს.