რა სირთულეები ელის ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს 2018 წელს

რა სირთულეები ელის ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს  2018 წელს

მისთვის უახლოესი ერთი წელიწადი. ასტროლოგები ამ დროს ყოველთვის ვცდილობთ აქცენტი დამდეგი წლის პოზიტიურ მოვლენებზე გავაკეთოთ, თუმცა ცხოვრება მოგეხსენებათ შავ-თეთრია, ამიტომ კარგთან ერთად აუცილებელია, ნეგატივისთვისაც ვიყოთ მზად. ამ სტატიაში კი ზუსტად იმაზე გიამბობთ, რა სახის სირთულეებს გიმზადებთ 2018 წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

ვერძების დიდ ნაწილს კარიერულ სარბიელზე ელოდება სირთულეები. მოუწევთ საკუთარი პრინციპების გამოვლენა.

კუროებისთვის ახალ წელს პირად ცხოვრებაში მოაქვს ცვლილებები. საჭირო იქნება იმუშაოთ პარტნიორული კავშირების გასამრავალფეროვნებლად.

ტყუპს ახლო წრის და სანაცნობო ბაზის გაფილტვრა მოუწევთ. ბევრი არასაჭირო ადამიანი სარგებლობს თქვენი სიკეთით.

კირჩხიბებისთვის საცხოვრებლის ცვლის და ოჯახური ურთიერთობების დარეგულირების წელია.

ლომისთვის

ეს წელი დიდი გამოცდა იქნება პროფესიული თავმოყვარეობის მხრივ. მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ იმსახურებთ ლიდერის სახელს.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს 2018 წელს კვალიფიკაციის ამაღლების თემა დაუდგებათ. შესაძლოა არ დაგაკმაყოფილოთ საკუთარმა ცოდნამ.

სასწორები

ამ წელს ძველ, ბევრჯერ გადადებულ და გადაუჭრელ პრობლემებს შეეჩეხებიან. მოუწევთ სწრაფი რეაგირება.

მორიელისთვის ეს წელიწადი ფინანსურ საკითხებში მოიტანს ცდუნებას. გახსოვდეთ, რომ დიდ ფულს, დიდი დარდიც მოჰყვება თან.

მშვილდოსნების დიდ ნაწილს სირთულეების გადალახვა პარტნიორულ ურთიერთობებში მოუხდება. მარტივად არ გამოვა ძველ და ახალ სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთება.

თხის რქები დიდ სირთულეებს წააწყდებიან პროფესიული კუთხით. მოგიწევთ სწორი ფორმა გამონახოთ როგორც ზემდგომებთან, ისე თანამშრომლებთან საკონტაქტოდ.

მერწყულები სირთულეებს მეგობრებთან ურთიერთობაში წააწყდებიან. შესაძლოა მათი იდეები ხალხს უტოპიურად და პოპულისტურად მოეჩვენოს.

თევზებს საკმაოდ გაუჭირდება კომუნიკაცია დედმამიშვილებთან. აუცილებელია ამ წელს გლობალურად გადააფასოთ ნათესავებთან თქვენი ურთიერთობის პერიპეტიები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?