სხვადასხვა ტიპის სირთულეები გააჩნიათ ჯანმრთელობის კუთხით და ამაში "დამნაშავეა" მათი ზოდიაქოს ნიშნის პლანეტა-მფარველი. დღეიდან ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ინფორმაციას, იმის შესახებ რომელი დაავადებისკენ არიან მიდრეკილნი ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები და როგორია მათი დამოკიდებულება, ზოგადად ავად ყოფნის მიმართ.
ვერძი
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და სიცოცხლის სიმბოლოა, ამიტომ ვერძებს, როგორც წესი, საკუთარი ოპტიმისტური ხასიათიდან გამომდინარე, ძალზე იშვიათად ემართებათ რაიმე სახის ქრონიკული დაავადებები. გავრცელებული მეთოდი ნებისმიერ დაავადებასთან ფსიქოლოგიური მეთოდით ბრძოლის შესახებ, სავარუდოდ ვერძებმა მოიგონეს, რადგან ეს ადამიანები თითქმის არასოდეს ემორჩილებიან ექიმის მითითებებს და ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი არ ეკარგებათ გადარჩენის სურვილი და იმედიანი განწყობა. მოუსვენარი ხასიათის და მმართველი პლანეტა მარსის დამანგრეველი ენეგრიის გამო, ვერძების უმრავლესობა არაერთგზის ვარდება სახიფათო სიტუაციაში, რის შედეგადაც მათ შორის ცეცხლსასროლი, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების მიღების ალბათობა ძალზე დიდია. გარდა ამისა, ვერძები არც მოტეხილობებისა და უბედური შემთხვევებისგან არიან დაზღვეული. აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ვერძი თავით იმართება და შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის, ძალზე ბევრი გვხვდება ისეთი, ვისაც უშუალოდ თავის ტრამვა აქვს გადატანილი ცხოვრებაში, ან სამახსოვრო ნაჭრილობევი მაინც ამშვენებს შუბლსა და სახეზე.