მიმართებაში როდია აქტუალური. არსებობენ ქალებიც, რომელთაც სულაც არ სურთ გარკვეულ ასაკამდე მაინც თავი შეიზღუდონ სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობებით. ამის მიზეზად ზოგი კარიერას ასახელებს, ზოგი იმას, რომ ჯერ კიდევ დარჩათ დრო თავგადასავლებისთვის, ზოგს კი უბრალოდ მარტო ყოფნა ურჩევნია და ოჯახურ ცხოვრებაზე ვერ ცვლის ნანატრ თავისუფლებას. მოკლედ, მამაკაცებო, დღეს იმ "საიდუმლოს" გაგიმხელთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს აქვს ჩანაფიქრი "აქანე დავდგამ სტენკას" პირველივე გაცნობისას და რომელი არ ეცდება თავს გრძელვადიანი და სერიოზული ურთიერთობები მოგახვიოთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ძალიან მოეწონეთ.
ვერძი – ქალი ვერძების დიდ ნაწილს ცხოვრებისეულ პრიორიტეტად კარიერა და სამსახური მიაჩნია. მათი უმრავლესობა გვიან ოჯახდება. ამიტომ თუ ამ ნიშნის ახალგაზრდა წარმომადგენელს გადაეყარეთ, სავსებით შესაძლოა მოკლევადიან და მხურვალე რომანზე თავისუფლად დაითანხმოთ.
კურო – კუროები სტაბილური პარტნიორის მაძებარი ქალების კატეგორიას განეკუთვნებიან. ამასთან ერთად, კურო მეგობარი მამაკაცის სახით კარგ ფინანსურ მხარდაჭერასაც ეძებს. შესაბამისად, მასთან სიყვარულობანას თამაში არცთუ სახარბიელო შედეგით დასრულდება თქვენთვის. თუ თავს ცოლად არ მოგაყვანინებთ, საბანკო ანგარიშის დაცარიელებას მაინც გაიძულებთ ოსტატურად.
ტყუპი – ერთ-ერთი საუკეთესო კატეგორიაა მოკლევადიანი ურთიერთობისთვის, განსაკუთრებით ოცდაათ წლამდე. ტყუპი ქალები ბუნებით ცვალებადები არიან, ამიტომ მათი ცნობისმოყვარე და ცვალებადი ბუნება ხშირად თავადვე ითხოვს რამდენიმე პარტნიორის ყოლას, რათა საბოლოოდ დარწმუნდნენ, საბოლოოდ როგორ კაცთან უნდათ მთელი ცხოვრების გატარება.
კირჩხიბი – ეს ის ქალია, რომელიც განსაკუთრებულად "მძიმე არტილერიაში" შედის და მასთან არათუ მოკლევადიან სასიყვარულო რომანს, უვნებელი ფლირტის წამოწყებასაც არ გირჩევთ, თუ საკუთარი ნერვების გამძლეობაში ეჭვი გეპარებათ. ქალი კირჩხიბი ბუნებით ემოციური და ეჭვიანია.ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები პოტენციური ცოლები და დედები არიან თინეიჯერობის ასაკიდან, ამიტომ, მამაკაცებო, კირჩხიბთან გართობა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.
ლომი – ლომი ქალი ბუნებით ვერძივით მონადირე და აზარტულია. მართალია, შანსები მასთან მოკლევადიანი რომანი გააჩაღოთ საკმაოდ დიდია, მაგრამ თქვენი ჯიბე რამდენად გასწვდება ამ თუნდაც მცირეხნიან ურთიერთობას, აი ეს არის საკითხი. სხვა შემთხვევაში კი ქალ ლომთან გამარჯვების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ. ის დედოფალია, შესაბამისად, თუკი მამაკაცი მას დედოფალივით არ გაანებივრებს, ურთიერთობა ჩანასახშივე კრახისთვის იქნება განწირული.
ქალწულ ი – ქალწული ქალები ბუნებით მეწვრილმანეები, უზომოდ მოწესრიგებულები და დაკვირვებულები არიან. ზუსტად ამის გამო ხდება ხშირად ისე, რომ მიუხედავად გარეგნული მომხიბვლელობისა ბევრი მათგანი ხანგრძლივი დროით რჩება პარტნიორის გარეშე. რაც შეეხება მოკლევადიან კავშირს, თუკი თქვენ მას რაღაც კუთხით "მომგებიან პარტიად" მოეჩვენეთ, რატომაც არა. იმიჯისთვის მაინც ეყოლება გვერდით მამაკაცი.
სასწორ ი – სასწორი ქალები სათუთები, ნაზები და დახვეწილები არიან. ამიტომ სულაც არ მიკვირს მისი დანახვისთანავე თუ დამუნჯდით და მსუბუქი თავბრუსხვევა დაგემართათ. თუმც,ა გარეგნული სიმსუბუქის მიღმა, ეს ქალი სულაც არ არის სულელი და მჩატე. ამიტომ მოკლევადიან ურთიერთობაზე ნაკლებად დაგთანხმდებათ. სასწორისთვის პარტნიორის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, იგი ამჯობინებს დრო გაცილებით უფრო ღირსეულ კანდიდატურაზე დაკარგოს ვიდრე მოკლევადიან ფლირტზე.
მორიელი – ქალი მორიელი იმდენად სექსუალური, ვნებიანი და ეფექტურია, რომ მამაკაცებს მისი დანახვისთანავე უჩნდებათ სურვილი, ურთიერთობა მასთან წამის მეასედში საძინებელ ოთახში გაააგრძელონ. თუმცა, მისი სექსუალური იმიჯი ნუ მოგატყუებთ! ეს ქალი ადვილი საკბილო არ არის და ამაში ძალიან მალე დარწმუნდებით. თუ მან თქვენთან მოკლევადიანი რომანი გააჩაღა კიდეც, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თავბრუ დაახვიეთ, არა თავად გადაწყვიტა ასე და გამორიცხული არ არის მის რომელიმე მზაკვრულ გეგმაშიც კი შედიოდეს თქვენით მანიპულირება.
მშვილდოსანი – ქალი მშვილდოსანი, ტყუპი ქალის მსგავსად იდეალისტი, ცვალებადი და მაძიებელია. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალის მოკლევადიან რომანზე დაყოლიება ხშირად საკმაოდ ადვილია. მშვილდოსანმა შესაძლოა თქვენთან ურთიერთობა მორიგ, მხიარულ თავგადასავლად აღიქვას. ამასთან ერთად, მას პასუხისმგებლობების და მით უმეტეს, ოჯახის შექმნის ხშირად მამაკაცზე უფრო ეშინია. ჰოდა, თუკი სადმე ახალგაზრდა მშვილდოსანს გადაეყარეთ შეგიძლიათ თამამად სცადოთ ბედი.
თხის რქა – აი, თუ ვინმესთან მოკლევადიანი სიყვარულობანას თამაშს მაქსიმალურად უნდა ერიდოთ, კირჩხიბის შემდეგ ეს თხის რქაა. ქალი თხის რქა ისეთი პრინციპულობითა და რკინის ლოგიკით გამოირჩევა, ნებისმიერ მამრს შეშურდება. თუმცა, თუ მან მაინც გადაწყვიტა თქვენთან მოკლევადიანი რომანის გაჩაღება, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ეტაპზე უბრალოდ ემოციური განტვირთვისთვის ეძებს გზებს.
მერწყული – მერწყულს ურანი მართავს, საყოველთაო ანარქიისა და ნოვაციის პლანეტა. ამიტომ მმართველი პლანეტის გავლენით ქალი მერწყულების დიდი ნაწილი არასოდეს იზღუდავს თავს სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობებით ურთიერთობაში. შესაბამისად, მასთან მოკლევადიანი რომანის დაწყება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, თუ თავად მას მოეჩვენეთ საინტერესო და ორიგინალურ ადამიანად.
თევზები – ქალი თევზი ბუნებით უზომოდ ემოციური, ფაქიზი და მიამიტია. თუმცა მისი უჩვეულო ქალურობა, სინაზე და თვისება მამაკაცს არასოდეს გაეჯიბროს, ამ უკანასკნელთა თავმოყვარეობაზე მაამებლად მოქმედებს. ამიტომ თუ მასთან მოკლევადიანი რომანი დაიწყეთ, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ეს რომანი თქვენივე ინიციატივით საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაგრძელდეს.