რომ ადამიანის ენერგეტიკას დაცვა სჭირდება. ნებისმიერი ჩვენგანი იღებს ყოვლდღიურად გარკვეულ ნეგატიურ მუხტს, იქნება ეს უხასიათო თანამშრომელი, შურიანი მეზობელი თუ სხვა. ამიტომ აუცილებელია, საკუთარი ენერგოველი მაქსიმალურად დაცული გვქონდეს, საიმისოდ, რომ ზემოჩამოთვლილმა ნეგატიურმა ენერგეტიკამ ვერანაირი ზიანი ვერ მოგვიტანოს. ამულეტი კი რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით უნდა შევარჩიოთ.
ვერძმა მრგვალი ან კვადრატული ფორმის ამულეტი უნდა ატაროს. სასურველია, იგი იყოს წითელი, ალისფერი ან ნარინჯისფერი.
კუროსთვის კარგია ხის ან ბრინჯაოს ამულეტი. იგი უნდა იყოს მწვანე ან ცისფერი.
ტყუპს ამულეტის სახით თეატრალური ნიღბების ტარება შეუძლია. კარგია თუ ამულეტში დომინირებს ზურმუხტისფერი.
კირჩხიბისთვის სასურველია, მთვარის ან ნახევარმთვარის ფორმის ამულეტი. კარგი იქნება თუ იგი იქნება თეთრი ან ვერცხლისფერი.
ლომს წარმატებას მოუტანს მზის ფორმის ამულეტი. ფერი კი ოქროსფერია მისაღები.
ქალწულს ასტროლოგები ურჩევენ ამულეტის სახით ატაროს თიხისგან დამზადებული ბუს გამოსახულება.
სასწორისთვის იდეალური ამულეტია სასწორის სიმბოლო. კარგია თუ ამულეტს ვერცხლისგან დაამზადებთ.
მორიელისთვის წარმატების მომტანი ამულეტი "მჩხვლეტავი" უნდა იყოს. მინიატიურული ხანჯალი ან ქინძისთავი მაგალითად.
მშვილდოსნის ამულეტი ეგვიპტური სამეფო ხოჭოს ან ჩიტი-ფენიქსის გამოსახულება იქნება.
თხის რქისთვის იდეალური ამულეტია კიბის გამოსახულება ან მონეტა.
მერწყულს წარმატებას მოუტანს პეპლის გამოსახულება. სასურველია, ტალღისფერი ან მტრედისფერი.
ხოლო თევზებმა ამულეტის სახით უპირატესობა უნდა მიანიჭონ ამულეტს თევზების ან რვაფეხას გამოსახულებით.