მიხეილ ცაგარელი: რა წიგნი უნდა ვაჩუქოთ 23 აპრილს, ზოდიაქოს ნიშნებს?

მიხეილ ცაგარელი: რა წიგნი უნდა ვაჩუქოთ 23 აპრილს, ზოდიაქოს ნიშნებს?

მათ, ვისაც ასტროლოგიაც აინტერესებს და წიგნების შერჩევა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით სურს, მიხეილ ცაგარელი გარკვეულ რჩევებს გვაძლევს, თუ რა სახის ლიტერატურა მოსწონთ მათ:

ვერძს მოსწონს სპორტულით დაწყებული, სამეცნიერო-კვლევითი თუ თავგადასავლებით დამთავრებული ლიტერატურა, იგი ძალიან ფართო ინტერესების მქონეა, იმავე შეიძლება ვთქვათ ტყუპზეც.

ძალიან მრავალფეროვანი ნიშნები არიან და ყველა სახის ინფორმაცია აინტერესებთ.

ვერძი - დიმიტრი უზნაძე "განწყობის ფსიქოლოგია".
Astrologia

ტყუპი - ჯონ აპდაიკი "ბრაზილია".
Astrologia

კუროს უფრო მეტად მხატვრული ლიტერატურა უყვარს, პრაგმატული სახის, ნაკლებად აინტერესებს - ეზოთერული, ღრმა და რთული. სიამოვნებით წაიკითხავს კლასიკას, სათავგადასავლო წიგნებს, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, განსაკუთრებით, ხელოვნების სფეროში. სკოტ ფიცჯერალდი "ნაზია ღამე".
Astrologia

კირჩხიბს ისეთი ლიტერატურა მოსწონს, სადაც გულის ამაჩუყებელი ელემენტებია, უფრო სენტიმენტალური, რომანები, მელოდრამები. მაგალითად, სომერსეტ მოემი "თეატრი".

Astrologia

ტყუპს, მორიელსა და თევზებს ასევე უყვართ ეზოთერული ლიტერატურა, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური განხრით.  მაგალითად, ფროიდის "ფსიქოანალიზი".

ლომისთვის ისეთი ლიტერატურაა საინტერესო, რომელიც დაკავშირებულია მეფეებთან, საომარი სიტუაციების აღწერა, რომანებიც, სასიყვარულო ელემენტებიც, ოღონდ მაღალი

საზოგადოების, მაგალითად, სამეფო კარის და ა.შ. მოეწონება ვიქტორ ჰიუგოს "ოთხმოცდაცამეტი წელი", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები".

სამხედრო თემატიკის ლიტერატურა კარგია მამაკაცებისთვის, რომლებიც დაიბადნენ ლომის, მორიელის, მშვილდოსნის, ვერძის ნიშნით . ერიხ მარია რემარკის "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა", ვასილ ბარნოვის "ტრფობა წამებული", უოლტერ სკოტის "აივენჰო".

ქალწულს ძალიან მოსწონს სამეცნიერო ან გამოძიებასთან დაკავშირებული ლიტერატურა, რაც მაგალითად, მორიელსაც იზიდავს.

Astrologia

თხის რქა თავისი ხასიათით ძალიან პრაგმატულია და ლიტერატურაც ასეთი მოსწონს, ასევე, კლასიკა, ნაკლებად - ფანტასტიკის ჟანრი. ეს უკანასკნელი კარგი სასაჩუქრეა მერწყულისთვის, მას მოსწონს ყველაფერი, რაც კოსმიური, არაამქვეყნიურია, შეიძლება ფილოსოფიური და ფსიქოლოგიურიც, ოღონდ უნდა იყოს გარეული სამეცნიერო, ტექნიკური, ფანტასტიკის ელემენტები, კოსმიური ხომალდებით და ა.შ.  შტეფან ცვაიგის "მოუთმენლობა გულისას" ვურჩევდი.

მერწყული - ერინ მონგენშტერნის "ღამის ცირკი"

სასწორისთვის საინტერესოა - რომანტიკა, კლასიკა, წიგნები სიყვარულზე, ეს მათი კრედოა.

დაფნა დიუ მორიეს "რებეკა".

Astrologia

ზოგადად კი კლასიკური ლიტერატურა, ქართული იქნება ეს, რუსული თუ მსოფლიო კლასიკა, წესითა და რიგით ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის უნდა იყოს მეტ-ნაკლებად მისაღები, რადგან ლიტერატურის ხერხემალია.

23 აპრილის სასაჩუქრე ლიტერატურის ჩამონათვალში წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" სხვადასხვა ჟანრის საინტერესო წიგნთან ერთად, ყველაზე მოთხოვნად ავტორთაგან გთავაზობთ:

თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა", ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი", რამაზ გიგაურის "წარმატების 365 გასაღები", აინ რენდის "ატლანტამ მხრები გაშალა", თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე" და აგატა კრისტის დეტექტიური რომანების ფართო არჩევანს. თითოეული ეს წიგნი ზემოთ ჩამოთვლილ ზოდიაქოს ნიშნებსაც შეგიძლიათ მოარგოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?