რა უნდა დავუმალოთ ზოდიაქოს ნიშნებს

რა უნდა დავუმალოთ ზოდიაქოს ნიშნებს

ზოგს ეს თემა უბრალოდ არ დააინტერესებს, ზოგს შესაძლოა შეშურდეს კიდეც თქვენი, ზოგიერთი კი სავსებით მოსალოდნელია გაღიზიანდეს, თუკი მისთვის უინტერესო ან მომაბეზრებელ საკითხებს ეხებით. მოკლედ, დღეს იმაზე ვისაუბრებთ, რა უნდა დავუმალოთ ზოდიაქოს ნიშნებს საიმისოდ, რომ ჩვენი მათთან კომუნიკაცია ეფექტურად შედგეს.

ვერძს აჯობებს, რომ თქვენი პროფესიონალიზმი დაუმალოთ. ნუ დაუწყებთ იმის სახალხოდ მტკიცებას, რომ მასზე უკეთ გეხერხებათ საქმეების კეთება.

კუროს აჯობებს, რომ თქვენი არასტაბილური ხასიათი დაუმალოთ. ნაკლებად დააგვიანეთ მასთან სამსახურში, არასოდეს მისცეთ საბაბი იფიქროს, რომ თავქარიანი ინდივიდი ხართ.

ტყუპს აჯობებს, რომ თქვენში კარგი ორატრული თვისებები დაუმალოთ. ნუ შეეცდებით საზოგადოების წინაშე მისი ადგილის დაკავებას სიტყვით გამოსვლისას.

კირჩხიბს ჯობია არ დაანახოთ, რომ მის რომელიმე ნათესავს ან ოჯახის წევრს ვერ იტანთ. ამის გამო იგი პირად მტრად მოგიაზრებთ მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ლომს აჯობებს დაუმალოთ საკუთარი პროფესიული მიღწევები. მის ცხვირწინ სიგელებისა და სერთიფიკატების ფრიალს საბოლოოდ თქვენთვის კარგი შედეგი ნამდვილად არ მოჰყვება.

ქალწულს ჯობია დაუმალოთ, რომ ხშირად ვერ ასწრებთ სამუშაო მაგიდის დალაგებას. ზოგადად, მან არასოდეს უნდა აღმოაჩინოს ქაოსი თქვენს ხასიათში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სასწორს დაუმალეთ ის, რომ პერიოდულად გაბრაზებისას უცენზურო სიტყვებით ილანძღებით. თუნდაც, საამისოდ საპატიო მიზეზი გქონდეთ - საჭესთან ჯდომა და გაუთავებელი საცობები.

მორიელს დაუმალეთ, რომ მასზე უკეთ შეგიძლიათ სხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. თუ იგი აღმოაჩენს, რომ შემოვლითი გზებით მანევრირება გეხერხებათ, მაქსიმალურად იზრუნებს სამუდამოდ ჩამოგიშოროთ გზიდან.

მშვილდოსანს ჯობია დაუმალოთ საკუთარი წონა, ან მავნე ჩვევებისკენ მიდრეკილება. თორემ ერთ დღესაც სახალხოდ გამოგიცხადებთ, რომ ასაკის კვალობაზე თინეიჯერივით გამოიყურებით, მიუხედავად იმისა, რომ დილაობით ყავის სმა და ტუალეტში სიგარეტის მოწევა გიყვართ.

თხის რქას არასოდეს გაუმხილოთ თქვენი წარმოშობა და განათლების სტატუსი. იგი აუცილებლად დაკარგავს წარმოდგენას თქვენზე თუ გაიგებს, რომ თქვენი გენეოლოგია და წარმომავლობა მის წარმოდგენებს არ შეესაბამება.

მერწყულს აჯობებს დაუმალოთ, რომ ასტროლოგიაში, მაგიაში, ქირომანტიაში ან ეზოთერიკაში ერკვევით. იგი აუცილებლად შეეცდება თქვენი როგორც ამ სფეროში უბადლო „"როფესიონალის" რეკლამირებას. თანაც, სავსებით არასასურველ დროსა და გარემოში.

თევზებთან რა გაქვთ დასამალი? თუ იგი მამაკაცია, სახლში არსებული სასმელის მარაგი მისგან შორს გადამალეთ. ქალს კი დაუმალეთ ცხვირსახოცები, რათა ვერ მოახერხოს თავის შეცოდება და ცრემლიან თვალებზე გადღაბნილი ტუშის მოცილება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?