რა უნდა გაითვალისწინოთ ზოდიაქოს ყველაზე რთულ, მორიელის ნიშანთან ურთიერთობაში

რა უნდა გაითვალისწინოთ ზოდიაქოს ყველაზე რთულ, მორიელის ნიშანთან ურთიერთობაში

თვისებები, რომელთაგანაც ბევრი ჩვენი მზის ზოდიაქოს ნიშნის საერთო მახასიათებელია. ასე მაგალითად, მორიელი ეჭვიანი და შურისმაძიებელია, ქალწული – კრიტიკული და მეწვრილმანე, მერწყული ზედაპირული და არაპროგნოზირებადი და ა.შ.

შესაძლოა, ამ თვისებებიდან ზოგიერთი ვიღაცისთვის მისაღები ან გასაგებიც იყოს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ნაკლად ითვლება. თუმცა, ასტროლოგიაში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ემყარება. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებას გააჩნია ე.წ. ანტიდოტი – თავისებური მიდგომა, რომლის მეშვეობითაც თქვენ გაგიადვილდებათ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელის მხრიდან წამოსული ნეგატიური თვისებების დაბლოკვა ან განეიტრალება.

მაშ ასე, ვინ არის მორიელი...

მისი ემოციები უსაზღვროა, წარმოუდგენლად სენსიტიური, შურისმაძიებელი და მეწვრილმანეა. მაგრამ ყველაფერ ამას გულგრილობის ნიღაბქვეშ ოსტატურად მალავს. მაქსიმალისტია თავიდან ფეხებამდე. მეგობრობა კუბოს კარამდე ესმის. პოლიტიკური შეხედულებები ექსტრემიზმში გადასდის, მუშაობა ნერვულ შოკსა და ანემიაში, სიყვარული - სამუდამო სიძულვილში.

ეს ადამიანები საკუთარ ბუნებაში აერთიანებენ ყველა იმ თვისებას, რაც ერთი შეხედვით აბსოლუტურად შეუთავსებელია. იგი წინდახედულია და ამავდროულად შეუძლია იყოს თავზეხელაღებულიც. სხვებს მკაცრად განსჯის, ზოგჯერ კი საკუთარი ქმედებებით შეუძლია საზოგადოების შოკში ჩაგდება. ავადმყოფურად თავმოყვარეა, თუმცა თავად ძალიან მოსწონს სხვებით მანიპულირება და დიქტატურა. ითხოვს უკიდეგანო ერთგულებას, მაგრამ უფლებას იტოვებს პერიოდულად "განიტვირთოს" გვერდზე. შეუძლია იყოს მოსიყვარულე და თბილი, ამავდროულად სასტიკი და საშინლად ენამწარე. არ პატიობს ტყუილს და ღალატის უმცირეს მცდელობასაც კი.

სახიფათო მტერი და მოწინააღმდეგეა. არის გამოკვეთილი ინდივიდუალისტი, ამიტომ წარმატებით იყენებს სხვებს საკუთარი მიზნების მისაღწევად დაწყებული მეგობრებით, დამთავრებული მტრებით. წყენის ხანგრძლივი დროით დამახსოვრება იცის... ლამის "საპენსიო ასაკამდე".

სიამოვნებას იღებს ზოგადად ნგრევის პროცესით. ერთდროულადაა სადისტიცა და მაზოხისტიც. მოსწონსა და რაც მთავარია, კარგად გამოსდის სხვის ხარჯზე ცხოვრება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?