ვერძი
უნდა ეწვიოთ აჭრელებულ ბოტანიკურ ბაღს, გახვიდეთ ქალაქგარეთ, ისეირნოთ ტყეში ან მოიწყოთ მინიექსკურსია მხიარულ მეგობრებთან ერთად.
კურო
თქვენი ხელით უნდა მოამზადოთ ფელამუში, რომლითაც მეზობლებს გაუმასპინძლდებით, მოხარშოთ მურაბები და მოამზადოთ კომპოტები. ჰკითხეთ ოჯახის წევრებს, რა ესიამოვნებოდათ.
ტყუპები
უნდა დაიწყოთ სამსახური, რადგან შემოსავლის წყაროც ძალიან გჭირდებათ და სახლიდან გასასვლელი მიზეზიც. თუ დასაქმებული ტყუპები ხართ, კარიერულ წინსვლაზე იზრუნეთ. გულის სიღრმეში დაწინაურებაც გსურთ და ხელფასის მომატებაც, რისთვისაც გარჯა გმართებთ.
კირჩხიბი
უნდა წახვიდეთ ფილმის ან სპექტაკლის პრემიერაზე, რამდენი ხანია კინოთეატრისა და თეატრისთვის ვეღარ იცლით? სასურველია დააგემოვნოთ კერძი, რომელსაც დიდი ხანია ნატრობთ.
ლომი
უნდა მოამზადოთ გოგრის ტკბილი ფლავი და მასზე დაპატიჟოთ ნათესავები, რომლებსაც დიდი ხანია არ ეკონტაქტებით.
ქალწული
ფეხით უნდა ისეირნოთ და დააკვირდეთ, როგორ შიშვლდება თქვენი ქალაქი.
სასწორი
შვილებთან ან უმცროს დედმამიშვილებთან ერთად უნდა ეწვიოთ გასართობ პარკს.
მორიელი
ახალი მეგობრები უნდა შეიძინოთ და ურთიერთობა დაათბოთ მოქიშპეებთან.
მშვილდოსანი
უნდა წაიკითხოთ იმ ჟანრის წიგნი, რომელიც უწინ არასდროს გიცდიათ.
თხის რქა
პაემანზე უნდა დაპატიჟოთ მეორე ნახევარი იქ, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება. თუ პარტნიორი არ გყავთ, დაფიქრდით, ვინმეს მიმართ სიმპათია ხომ არ გაგჩენიათ, რომ შეხვედრა შესთავაზოთ?
მერწყული
უნდა დაკავდეთ ფიტნესით, სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით.
თევზები
უნდა მოაწყოთ წვეულება ,,ერთად გავაცილოთ შემოდგომა", სადაც მოიწვევთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გენატრებათ, მაგრამ მატ ცალცალკე ნახვას ვერ ახერხებთ.