რა ხდება, როცა ცოლი ქმრის პერანგს ან სხვა სამოსს ატარებს? - ეზოთერიკული ახნსა

რა ხდება, როცა ცოლი ქმრის პერანგს ან სხვა სამოსს ატარებს? - ეზოთერიკული ახნსა

ნივთებს ახასიათებთ "შეისრუტონ" მფლობელის ემოციები, ფიზიკური მდგომარეობა და განცდები, ამიტომ თუკი ესა თუ ის ნივთი ადამიანს ძალიან უყვარს, იგი ფაქტობრივად მისი სარკე, ანარეკლი ხდება ეზოთერული თვალსაზრისით. აი, რატომ არის სახიფათო სხვისი ნივთების გამოყენება და ისეთი სამოსის ტარება, რომელიც ჩვენამდე უცნობ ადამიანს ეკუთვნოდა.

თუმცა ამ მხრივაც არსებობს საინტერესო კლასიფიკაცია:

მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ცოლი ატარებს მეუღლის პერანგს , სვიტერს ან სხვა სამოსს ეს არ არის სახიფათო ფაქტორი. იმიტომ რომ ორ ადამიანს შორის არის გრძნობა, სიყვარული და სამოსის გაცვლით ეს ემოციები კიდევ უფრო ძლიერდება.

Astrologia

იმავეს თქმა შეიძლება ბავშვებზეც, რომელთაც ხშირად უყვართ დედის ან მამის ტანსაცმელ-ფეხსაცმელის ტარება . უფრო მეტიც, ასეთი ფაქტი ხშირად მუშაობს როგორც თავისებური ენერგეტიკული კომპლენსაცია, რომელიც ბავშვებს დედის ან მამის დეფიციტს უნაზღაურებს, ამ უკანასკნელთა მხრიდან მოუცლელობის გამო.

მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ნივთი ან ტანსაცმელი აბსოლუტურად უცხო ადამიანის კუთვნილებაა და იგი თქვენს ხელში მოხვდა, უნდა ჭორის დონეზე მაინც გაარკვიოთ ვინ ატარებდა მას. თუკი ეს ნეგატიური ადამიანი იყო, ცხოვრებით უკმაყოფილო და უბედური ეს ენერგია აუცილებლად ასიახება თქვენზეც. რაც პირველ რიგში თავად ნივთის ტარებისას დისკომფორტის შეგრძნებით გამოვლინდება.

განსაკუთრებით უნდა ერიდოთ გარდაცვლილის ნივთების ტარებას, თუნდაც ეს ადამიანი სიცოცხლეში თქვენი დიდი მეგობარი ყოფილიყო.

არსებობს გარკვეული "გაწმენდის" რიტუალები, რომელსაც ეზოთერიკაში ჩახედული ადამიანები მიმართავენ ძვირფასეულობის და სამკაულების ახალ მფლობელზე "გადასაპროგრამებლად", ამიტომ იმ შემთხვევაში თუ საგვარეულო ძვირფასეულობა გერგოთ საჩუქრად, აუცილებელია მოახდინოთ ამ ნივთების "გადაპროგრამება" და მათი ენერგეტიკის საკუთარ ენერგოპოტენციალზე მორგება პროფესიონალის დახმარებით.