რუკა ქვეყნებსაც ანალოგიურად გააჩნიათ. სხვაგვარად ამას "მუნდანური ასტროლოგია" ეწოდება. მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი. იგი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით იმართება. თუმცა, მის "ასტროლოგიურ პასპორტში" ძალზე ძლიერია კუროსა და ლომის ნიშნების გავლენაც. რაც განაპირობებს კიდეც ჩვენს გურმანულ თვისებებს, პერიოდულად ტოტალური სიზარმაცისკენ მიდრეკილებას, გამოკვეთილ სიამაყესა და ზოგჯერ ამპარტავნებამდე დასულ ეგოცენტრიზმს.
სამაგიეროდ, ქართველები მშვილდოსნისთვის დამახასიათებელ სახასიათო შტრიხებს – უშრეტ ოპტიმიზმს, დამოუკიდებლობის სიყვარულს, ენერგიულობასა და კარგი იუმორის გრძნობასაც ფლობენ. თუმცა, ამასთან ერთად, ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის ნიშანდობლივი ისეთი ცუდი თვისებებიც ბლომად მოგვეპოვება როგორიცაა – ტრაბახის სიყვარული, უტაქტობამდე დასული ზედმეტი პირდაპირობა, სიფიცხე, დაუკვირვებლობა და უკიდურესობები ყველგან და ყველაფერში.
მშვილდოსანი ხომ იუპიტერით მართული ნიშანია, შესაბამისად, მასშტაბურობით იხიბლება ყოველთვის ქართველი და ხშირად ავიწყდება ის ფაქტი, რომ ნებისმიერი მთლიანობა თავის მხრივ, უმცირესი დეტალების ერთობლიობისგან შედგება. სწორედ ეს დაუკვირვებლობაა ხშირად ჩვენთვის არაერთი უსიამოვნების მიზეზი. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ საქართველოს რუკაზე ლომისა და კუროს ზოდიაქოს ინტენსივობასაც ვხვდებით, რის ხარჯზეც უაპელაციო სიჯიუტე და პატივმოყვარეობა არცთუ იშვიათადაა მრავალმხრივი პრობლემების მომტანი ჩვენთვის.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საქართველო კარმულად საკმაოდ კარგი და ძლიერი პოტენციალით გამოირჩევა. თუმცა, უმთავრესი მისია რაც ქართველს აკისრია, არის ის რომ იგი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს "დედის კალთას ამოფარებული ბავშვის სინდრომისგან" და ისწავლოს საკუთარ ფეხზე, დამოუკიდებლად და მყარად დგომა, საიმისოდ, რომ მომავალში მან წინსვლა და განვითარება შეძლოს.
ჩვენი განვლილი ინკარნაციული პროგრამა კირჩხიბის ზოდიაქოში, გვავალდებულებს, პატივი ვცეთ ტრადიციებს, მაგრამ არ უნდა ვიქცეთ მის ბრმა მონებად . ჩვენივე ინდივიდუალიზმის გასავითარებლად აუცილებელია ფეხი ავუწყოთ აწმყოს და რაც მთავარია, ვისწავლოთ დისციპლინა, წესრიგი და პასუხისმგებლობა (აღმავალი კარმული მისია თხის რქის ზოდიაქოში) თუ გვინდა რომ მომავალში შევდგეთ ერთიან, ძლიერ და მყარ სახელმწიფოდ. ამის პოტენციალი კი ნამდვილად გვაქვს!
მაგრამ საიმისოდ, რომ განვითარების უფრო მაღალ ნიშნულს მივაღწიოთ, ისევე როგორც ადამიანებს ქვეყნებსაც გააჩნიათ ცხოვრების გზაზე დამხვდური მტრები, მეგობრები, კეთილისმყოფელები და მასწავლებლები. მათ შორისაა ერთმორწმუნე მეზობელი – რუსეთი.
თუკი ცნობილი რუსი ასტროლოგის პაველ გლობას მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ, თანამედროვე რუსეთის სახელმწიფო თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იმართება . ამასთან ერთად, მის პირად რუკაზეც დიდი დოზით გახლავთ გამოვლენილი ლომის ზოდიაქოს თვისებები. რასაც ემატება მორიელის გავლენა. ამის ხარჯზე, რუსის თანამედროვე ბუნება მიდრეკილია სარისკო ქმედებების სიყვარულისკენ, დიქტატურისა და სისატიკისკენ. მათთვის დამახასიათებელია ცივი გონება, გადამეტებული მატერიალიზმი და სიხისტე. რუსეთი საქართველოსთვის ე.წ. კარმული პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნისთვის განვითარების გზა ისევე როგორც ჩვენთვის, ერთმანეთთაან თანაარსებობის ხაზზე გადის.
ასპექტი, რომელიც საქართველო რუსეთის რუკების შედარებითი ანალიზისას იკვეთება, გვამცნობს იმაზეც, რომ ამ ორ ქვეყანას გარკვეული კარმული ვალები გააჩნია ერთმანეთის წინაშე. რუსები საკუთარი ნეგატიური მხარის პროექციას ახდენენ ხშირად ჩვენზე. თუმცა, სწორედ ამ ქმედებით შეუძლიათ მათ გვიბიძგონ იმისკენ, რომ ჩვენი სიძლიერე, ქმედითობა დავამტკიცოთ მთელი მსოფლიოს წინაშე. მათ კი თავის მხრივ სწორედ ჩვენ შეგვიძლია დავანახვოთ საკუთარი უსუსურობა. თუმცა, საამისოდ ქართველს სიზარმაცის (ლილიტი კუროს ზოდიაქოში) დაძლევა და დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმის უნარი მოეთხოვება. რისი პოტენციალიც უდავოდ გვაქვს (იუპიტერი – წარმატების პლანეტა ლომის ზოდიაქოში!).
მაშინ როცა რუსეთის სახელმწიფოს ფორტუნა ამ მხრივ ჩვენზე ნაკლებად სწყალობს. პლუს ამას კოსმოგრამა, რომლის მიხედვითაც გლობა თანამედროვე რუსეთის "ასტრო-პასპორტს" ითვლის, ორ მნიშვნელოვან დაბნელებას შორისაა მოქცეული. დაბნელებები კი მოგეხსენებათ, ყოველთვის გულისხმობს საკუთარ თავში რუკის მფლობელის ბედისწერის ფატალურობას.