რამ შეიძლება აატიროს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი

რამ შეიძლება აატიროს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი

განსხვავებული ფსიქოლოგიური შტრიხები გააჩნია ხასიათში. შესაბამისად, მათი ემოციური მდგომარეობაც განსხვავებულია. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მარტივია გამოვიცნოთ მიზეზი იმისა თუ რით შეიძლება ვატკინოთ გული ქალებს...

ვერძი

არც ეცადოთ გული ატკინოთ ვერძ ქალბატონს ერთი დარტყმით, ეს არ გამოგივათ. ისინი ძალიან შეუვალები არიან, მაგრამ მათ აქვთ ჯადოსნური ძაფი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ნელ-ნელა ანჯღრიოთ ის. უნდა ყოველთვის ყველაფერი მის ჯინაზე აკეთოთ. თუმცა, უნდა აფიქრებინოთ, რომ თითქოს არ გესმით რა უნდა მას, ძალიან მალე ის პატარ-პატარა მძვინვარე ბატკნებად დაიშლება.

კურო

კურო ქალბატონის გაბრაზება ყველას შეუძლია, ამისთვის თითქმის არაფერია საჭირო, უბრალოდ იგნორირება გაუკეთოთ მას. უკეთესია აგრძნობინოთ, რომ ის თქვენთვის საერთოდ არ არსებობს. ეს რჩევა ეხება ძველ პარტნიორებს, დამწყებებს კი ვურჩევთ არ დაუკომენტაროს ფეისბუქის სტატუსზე, კითხვებზე კი მოკლედ უპასუხოს - დიახ, არა. ან არ ვიცი. თუ კურო საკუთარ თავზე მოყოლას დაიწყებს, ამოიოხრეთ და თვალი აარიდეთ. მორჩა, კურო ქალბატონი ხმამაღლა ატირდება და წავა. (თუმცა, წავა სასტიკი და სისხლიანი შურისძიების მოლოდინით).

ტყუპი

ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს შეუძლიათ მოგაჩვენონ, რომ ყველგან მტკივნეული ადგილები აქვთ, მაგრამ ეს სიცრუეა, სინამდვილეში მათ მხოლოდ ერთი ასეთი წერტილი აქვთ. ისინი ვერ იტანენ საყვედურებს. თუ გინდათ, რომ ტყუპი გააცოფოთ, უსაყვედურეთ, რომ თავად არიან ყველაფერში დამნაშავე, ნორმალურ ადამიანებს ყველაფერი კარგად აქვს, მას კი... თუმცა ყალბი თანაგრძნობით უთხარით "ძალიან მეცოდები", აი, მაშინ ნახეთ ქარიშხალი...

კირჩხიბი

აი, ქალი კირჩხიბი ერთი დიდი მტკივნეული წერტილია, მას შეიძლება ნებისმიერი ქმედებით მიაყენოთ ტკივილი. საკმარისია არასწორი ტონით უთხრათ "ჯანმრთელობა!", როცა დააცემინებს. მორჩა, თქვენ საშინელი არსება ხართ, სასტიკი და უგულო ურჩხული. გაბრაზებით კი გააბრაზებთ, თუმცა ამით ნამდვილად ვერ ისიამოვნებთ.

ლომი

ლომ ქალბატონს ძალიან უბრალოდ ატკენთ გულს, საკმარისია აჩუქოთ არც თუ ისე მდიდრული საჩუქარი - მორჩა! ლომს შეუძლია უბრალოდ ამოგშლოთ ნაცნობების სიიდან. აი, თუ გინდათ, ლომი ქალბატონი შიგ გულში დაჭრათ, მიაყენეთ შეურაცხყოფა ყველას თვალწინ. ამას ლომი ვერ გადაიტანს და შეიძლება წავიდეს ცივ ღამეში უქუდოდ.

ქალწული

ქალწულის მტკივნეულ ადგილს ძებნა არ უნდა, მას პირდაპირ შუბლზე აქვს თავმოყვარეობის დიდი ნათურა. მისი სიტყვით გაბრაზება შეუძლებელია, ის უარესს გეტყვით. საჭიროა გაიგოთ რაზე მუშაობს ახლა და თქვენც იგივე გააკეთოთ, ოღონდ მასზე ადრე და მასზე უკეთესად, ისე, რომ ყველამ აღიაროს ეს.

სასწორი

ქალი სასწორი ისე მსუბუქი ბუნებისაა, რომ არაფერი მიაქვს გულთან ახლოს, იმიტომ, რომ გულში თავისუფალი ადგილი უბრალოდ აღარ დარჩა: ყველაფერი გამოტენილია ლამაზებითა და საინტერესოებით. და აუტანელი ტანჯვისათვის განკუთვნილ ბილიკზეც კი ვიღაც უსარგებლო, მაგრამ არაჩვეულებრივად საყვარელია წამოწოლილი. მაგრამ თუ თქვენ გსურთ მიაყენოთ ქალ-სასწორს ტანჯვა, უბრალოდ მოექეცით გულგრილად. აი, მაშინ დაიღვრება სასწორის ცრემლები, როგორც ნიაგარა, როგორც ჩანჩქერი.

მორიელი

ქალი  მორიელი სრულიად ამოუცნობი არსებაა, ამიტომ ყველას ჰგონია, რომ მისი სუსტი წერტილი უფრო ღრმად იმალება ვიდრე უკვდავი კაეშის სიკვდილი: კვერცხი იხვში, იხვი კურდღელში, კურდღელი - პენტაგონის საიდუმლო ლაბორატორიაში. სინამდვილეში ეს წერტილი ყველაზე თვალსაჩინო ადგილასაა: ქალი მორიელის გულსატკენად საკმარისია მას რაიმეზე უარი უთხრათ, თუმცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

მშვილდოსანი

ქალი მშვილდოსანი საკუთარ თავს სერიოზულად უდგება, თვითირონია - მისი მთავარი თვისებაა, იმ გაგებით რომ ქალი მშვილდოსანი უნდა მიიღოთ სერიოზულად: ყველა მისი ხუმრობა, მისი უცნაური საქციელი, მისი წრეგადასული მხიარულება ყველაფერი უნდა აღნიშნოთ, სასურველია მის გასაგონად და ჩაიწეროთ უბის წიგნაკში, რომ ეს გოგო ნამდვილი ქარაფშუტაა. მაშინ მშვილდოსანი იწყებს ტანჯვას. ტანჯვას იდიოტებით დასახლებული ამ სამყაროს არასრულყოფილების გამო.

თხის რქა

შორიდან ჩანს, თხის რქა ქალბატონს თითქოს გულს ვერაფრით ატკენ, მაგრამ ეს ასე არ არის, უბრალოდ ძნელი, თითქმის შეუძლებელია მიაგნო მის მტკივნეულ ადგილს. თუ გინდათ თხის რქას გული ატკინოთ, უნდა მიატოვოთ, თანაც არ უნდა აუხსნათ ამის მიზეზი, მაგრამ პირველ რიგში. სად გინახავთ ისეთი იდიოტი, რომელიც ასეთ განძს დატოვებს, ან თუ გინახავთ კიდეც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სანამ მიატოვებენ, თხის რქა პარტნიორს სულს ამოაძრობს პასუხთან ერთად კითხვაზე "აბა, რით ვერ გასიამოვნე?"

მერწყული

ვერც წარმოვიდგენთ რამდენად უგულო უნდა იყოთ, რომ მოინდომოთ ქალი მერწყულის გულის ტკენა. მაგრამ თუ ეს ასე ძალიან გინდათ, მაშინ ჩაიწერეთ: უნდა აგრძნობინოთ, რომ მასთან ყოფნა აღარ გსიამოვნებთ, რომ ის აბეზარი და აუტანლად სულის შემხუთველი ქალია. ზუსტად ასე უთხარით პირისპირ, ამით სასიკვდილო დარტყმას მიაყენებთ, ოღონდ მხოლოდ ერთჯერადად, რადგან ქალი მერწყული ამას ან არასოდეს გაპატიებთ, ან თუ გაპატიათ, მას ვეღარასოდეს მოშორდები.

თევზები

თევზებს რომ ეს მტკივნეული ადგილი არ ჰქონდეთ, ისინი კარგა ხნის წინ გაინაღდებდნენ მსოფლიო ბატონობას, მაგრამ საუბედუროდ, მათ ეს მტკივნეული ადგილი აქვთ და ამაზე ყოველთვის ვიღაც აწვება. ეუბნებიან: "მორჩა, ახლა თვითონ". ეს ნიშნავს იმას, რომ თევზებს უკვე აღარავინ ატარებს ხელჩაკიდებულს, არავინ დაიცავს ამ უმოწყალო სამყაროში. თევზებს შეუძლია თავად გაუმკლავდეს ყველაფერს და იზრუნოს საკუთარ თავზე სხვებზე უკეთესად, თუმცა ყველაფერი ეს ძალიან მტკივნეულია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?