რამდენად სახიფათო ხართ გაბრაზებული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რამდენად სახიფათო ხართ გაბრაზებული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

და გამოვლენის თავისებურებას, ძალზე ხშირად მისი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს. ამიტომ იმის მიხედვით თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზეა დაბადებული ადამიანი ბევრი რამის თქმა შეიძლება მასზე. ასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რამდენად სახიფათოა იგი გაბრაზებისას.

ასე მაგალითად ვერძი ძალზე აფექტურია და გაბრაზებულს ჯობია მოერიდოთ. შესაძლოა მუშტებით მოგვარდეთ.

კუროს გაბრაზება ძნელია. თუმცა, თუ მაინც შეძელით ეს, იცოდეთ, რომ ძალიან შეგეშინდებათ მისი.

ტყუპის გაბრაზების არ უნდა შეგეშინდეთ. ენამწარეობას დაიწყებს ეგ არის და ეგ.

კირჩხიბმა პასიურად იცის აგრესიის გამოვლენა. ღიად არასოდეს დაგიპირისპირდებათ, მაგრამ ეცდება, რომ რამე გავნოთ მომავალში.

ლომის გაბრაზებას მხოლოდ ატომური ბომბი შეედრება. მისი ღრიალის თუ არ გეშინიათ, ცოტა ხანში აუცილებლად გადაუვლის სიბრაზე.

ქალწული რომც გაბრაზდეს აგრესიას ღიად არასოდეს დააფიქსირებს. სამაგიეროდ, ელოდეთ მისგან ინტრიგებს.

სასწორი არასოდესაა აგრესიული გაბრაზებისას. შესაძლოა ამის მიზეზი მასში არსებული ესთეტიურობაა.

მორიელის გაბრაზება ძალზე საშიშია. შესაძლოა გაბრაზებულს სახეზე ნაკვთიც არ შეუტოკდეს, მაგრამ მერწმუნეთ, სამაგიეროს ასი წლის მერეც კი გადაგიხდით თანაც დასამახსოვრებლად.

მშვილდოსანი თუ გააბრაზეთ მისი აფექტურობის გეშინოდეთ. ყველაზე მეტად ეს ხალხი ტყუილზე რეაგირებს მძაფრად.

თხის რქა არასოდეს ბრაზდება ისე, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგოს. თუმცა, "ცივი ომის" დიდოსტატია და სამომავლოდ მის მტრად მოკიდებას ნამდვილად არ გირჩევთ.

მერწყულის ფსიქოლოგიაში ომი და ბრძოლა არ შედის. ამიტომ იგი როგორც ასეთი არასოდე ბრაზობს აგრესიულად. უბრალოდ მისთვის აღარ იარსებებთ.

თევზების თუ აწყენინებთ, მძაფრად გამოხატულ ემოციებს ვერ დაინახავთ. სამაგიეროდ, ისინი ჭორაობისა და ინტრიგების დიდოსტატები არიან. შესაბამისად, ოსტატურად დახლართავენ განაწყენებულნი თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?