WAI Radio სახალისო გამოკითხვა აწარმოა იმის შესახებ თუ რამდენად შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს იყვნენ იდეალური მეუღლეები. გამოკითხული წყვილები ერთმანეთს ათბალიანი სისტემით აფასებდნენ. ორგანიზატორმა კი ეს შედეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დააჯგუფა. საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოვიდა საბოლოოდ.
გამოკითხული მამაკაცების უმეტესობამ იდეალურ მეუღლედ ქალწულის 98%, სასწორის 90% და კირჩხიბის 88% ნიშნით დაბადებული ქალები აღიარა.
საუკეთესო სექსუალურ პარტნიორად ვერძის 98%, მორიელის 93% და მერწყულის 89% ნიშნით დაბადებულ ქალებს მიანიჭა უპირატესობა.
ხოლო ყველაზე ჭირვეულ და რთულ პარტნიორებს შორის მამაკაცებმა ტყუპის 87%, ლომის 91% და მშვილდოსნის 87% ნიშნით დაბადებული ქალები დაასახელეს.
რაც შეეხება ქალებთან ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ის ასე გამოიყურება:
იდეალურ ქმრად გამოკითხული ქალების დიდმა ნაწილმა დაასახელა: კუროს 99%, სასწორის 94% და თხის რქის 91% ნიშნით დაბადებული მამაკაცები.
საუკეთესო სექსუალურ პარტნიორად უმრავლესობამ: ვერძის 98%, მორიელის 91% და მშვილდოსნის 88% ნიშნით დაბადებული მამრები აღიარა.
ხოლო ყველაზე პრეტენზიული ქმრების სიაში მოხვდნენ: ტყუპის 97%, ქალწულის 93% და თევზების 87% ნიშნის წარმომადგენლები.