ასე მაგალითად - შვილებს მარტივად, საკმაოდ მსუბუქი პასუხისმგებლობის გრძნობით ზრდიან და აჩენენ: ტყუპი, ვერძები, მშვილდოსნები ამიტომ მათ ოჯახში ხშირად დარბის ორი ან მეტი ბავშვი. ისინი საკუთარ შვილებთან მეგობრულ დამოკიდებულებაში არიან და იშვიათად იწუხებენ თავს მათი ზედმეტად მკაცრი აღზრდით.
შვილი, როგორც ცხოვრების აზრი და სტიმული ხელშეუხებელი ცნებაა კირჩხიბისთვის, თევზებისა და კუროსთვის . ამ ადამიანებს ხშირად გაცნობიერებულად ჰყავთ ხოლმე სამი ან მეტი ბავშვი, თუმცა თითოეული მათგანის გაჩენას და აღზრდას უდიდესი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ისინი მზრუნველი, მოსიყვარულე და თავდადებული მშობლები არიან მუდამ.
ბავშვების მიმართ არათანმიმდევრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან - ლომი, სასწორი და ქალწული
მშობლები. მათ უმეტესობას შვილები უყვარს, თუმცა პირველ ადგილზე სხვადასხვა სახის ჰობი და მეგობრული კავშირები აქვთ დაყენებული. ისინი ხშირად შემოიფარგლებიან შვილების მცირე რაოდენობით. თუმცა, იმ მშობლების რიცხვს განეკუთვნებიან, ვინც ბავშვებს უპირობოდ უყვართ.
დაბოლოს, ბავშვების სიმცირეს ან საერთოდ მათზე უარის თქმის პრეცენდენტებს ვხვდებით თხის რქის, მორიელისა და მერწყულის შემთხვევაში. მათ უმეტესობას ხშირად ერთი შვილი ჰყავს. დამოკიდებულების მხრივ კი ან ნაკლებად იჩენს ბავშვის მიმართ მჭიდრო ინტერესს ან ავტორიტეტის შექმნას ცდილობს შვილის თვალში.