ადამიანში არსებულ სხვადასხვა სახის პოტენციალზე მეტყველებს. მათ შორისაა კარიერული წინსვლის შანსი და პროფესიული მიღწევები. ვიღაცისთვის თუ კარიერა ცხოვრების ამოსავალი წერტილია, სხვა ოჯახურ სიმყუდროვეს ამჯობინებს კორპორატიული სიმაღლეების დაპყრობას.
ვერძისთვის კარიერა ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია. ის ბუნებით მებრძოლია და გიჟდება ახალ-ახალ გამოწვევებზე.
კუროსთვის კარიერა იმ დოზითაა საინტერესო, რა დოზითაც მისგან მიღებული ფინანსური შემოსავალი. ამიტომ მას შეუძლია კერძო ბიზნესითაც დაკმაყოფილდეს. ტიტულები და ჩინები კუროს არ აინტერესებს.
ტყუპისთვის კარიერა მეორეხარისხოვანია. მისთვის მთავარია სამუშაო იყოს საინტერესო და მრავალმხრივი.
კირჩხიბი კარიერს და ოჯახს შორის ყოველთვის უკანასკნელს არჩევს. ოჯახი და ნათესავები კირჩხიბის ცხოვრებაში მთავარი პრიორიტეტია ყოველთვის.
ლომისთვის პროფესიულ მიღწევებს და ძალაუფლებას უმთავრესი მნიშვნელობა გააჩნია ცხოვრებისეულად. თუკი ლომი ლიდერი არ არის, თავს უბედურად იგრძნობს.
ქალწულისთვის
პროფესიული საქმიანობა და შრომა ცხოვრებისეული იდეფიქსია. უსაქმოდ ქალწული ერთ წუთსაც ვერ გაძლებს.
სასწორისთვის კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორული კავშირებია. ამიტომ ხშირად წირავს კარიერას სიყვარულის გამო.
მორიელს ძალაუფლება უყვარს, ოღონდ ფარული. ამიტომ კარიერულ წინსვლას, არაფორმალური ლიდერობა ურჩევნია ყოველთვის.
მშვილდოსნისთვის კარიერულ მიღწევებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მისთვის მაინც პრიორიტეტული ადამიანური ურთიერთობებია.
თხის რქისთვის კარიერა უმთავრესი პრიორიტეტია ცხოვრებაში. მასზე უფრო წინ ის არავის და არაფეს დააყენებს.
მერწყულისთვის კარიერა არ არის მნიშვნელოვანი. მისთვის თავისუფლებაა უმთავრესი.
თევზებისთვის კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია.