ცნობილი, პიროვნების "ჩრდილოვანი" მხარის კურატორია. ამიტომ მისი მდებარეობის მიხედვით, პირად რუკაში დგინდება ის თუ სად, რომელ სფეროში და როგორ სიტუაციაში ელის ადამიანს ე.წ. "ფარული საფრთხეები" და სხვადასხვა სახის ცდუნება. თუმცა, იმის მიხედვით, როგორი განლაგება აქვს ლილიტს ტრანზიტულად, ვლინდება ის, თუ რა სახის მოვლენებს უნდა ველოდოთ ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის ადამიანების ცხოვრებაში მიმდინარე წლის განმავლობაში.
ლილიტი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში, ტრანზიტულად დაახლოებით ერთ წელს ატარებს. აქამდე იგი კირჩხიბის ზოდიაქოს გადიოდა, რის შედეგადაც არაერთი დაპირისპირების მომხრე გავხდით, როგორც მსოფლიო, ისე ადგილობრივი მასშტაბით, რომელსაც საფუძვლად ეროვნული და რელიგიური მოტივები ედო.
რაკი კირჩხიბის ზოდიაქოს ოჯახის, ფესვების, გენეოლოგიისა და ტრადიციების მმართველია, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ლილიტმა კირჩხიბში, ზოგადად პატრიოტიზმის და რელიგიური ფასეულობების დამახინჯებული აღქმა მოუტანა ადამიანებს. თუმცა, 4 მარტიდან შავი მთვარე უკვე ლომის ზოდიაქოს "დიასახლისი" გახდა. აქ იგი დაახლოვებით ნოემბრის შუა რიცხვამდე დარჩება და მისი "გავლენის სფეროში" ამჯერად ეგოიზმის დონის მატება, უსაფუძვლო სიამაყე, შვილებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემები, არაოფიციალური (ქორწინების გარეშე) სასიყვარულო კავშირები და საკუთარი მნიშვნელობის დამახინჯებული ან არარეალური აღქმა მოექცევა, რომელსაც ადამიანები შავი მთვარის ლომში ტრანზიტისას იგრძნობენ.
მათთვის, ვინც სულიერების მაღალი დონით გამოირჩევა და გამუდმებით ზრუნავს საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორებაზე, ლილიტის ტრანზიტს ლომში "ბონუსად" მოაქვს რთულ სიტუაციებში ორიგინალური და კრეატიული გამოსავლის მოძებნის შანსი (ლომი ხომ ზოგადად სახელოვნებო სფეროს, თეატრისა და შოუ-ბიზნესის მმართველია). ამიტომ გამორიცხული არ არის მაღალგანვითარებულმა ინდივიდებმა საკუთარი მომხიბვლელობის, ქარიზმისა და კრეატივის ხარჯზე შეძლონ ყველაზე გამოუვალი სიტუაციიდან თავის დახსნა.
ამ პერიოდში აქტურდებიან მტრები, როგორც პროფესიულ, ისე პირადი ცხოვრების სარბიელზე. ლილიტი ლომში ხელს უწყობს, ნებისმიერი შუღლი ღია ბრძოლაში და დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომ, მოერიდეთ "სხვისი ტერიტორიის" გადაკვეთას, როგორც სამსახურეობრივ, ისე სასიყვარულო ურთიერთობაში! თუკი თქვენ თქვენი ადგილი გეცოდინებათ და მაქსიმალური თავმდაბლობით, ლოიალურობით შეეცდებით გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დარეგულირებას, შესაძლოა, ახლდანდელი მტრებისა და მოწინააღმდეგეების სახით, სამომავლოდ მეგობრებიც კი შეიძინოთ.
განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ ბავშვებთან ურთიერთობის საკითხს. ლომი ზოდიაქოს მეხუთე სახლის (შვილები, შთამომავლობა) მმართველია. აქედან გამომდინარე, შავი მთვარის ტრანზიტმა ლომში შესაძლოა მშობლებსა და შვილებს შორის გარკვეული დაძაბულობა მოიტანოს ამა თუ იმ საკითხში შეუთანხმებლობის კუთხით. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც მზის ან ლილიტის ლომის ნიშანში განლაგებით დაიბადა. მათთვის შავი მთვარე განსაკუთრებულ საცდურებს ამზადებს, საიმისოდ, რომ სამომავლოდ კარგად "დატესტოს" ამ ხალხის შვილებთან ემოციური კავშირი და აღზრდის პრინციპების სისწორე.