არამხოლოდ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არამედ დაბადების კონკრეტული წლის მიხედვითაც გიმზადებთ სიახლეებს. დღეს სწორედ ამ ტიპის პროგნოზს შემოგთავაზებთ.
მამალი (1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017) მამლისთვის აქტიური წელიწადია. ამ წელს მოგიწევთ ხშირად წახვიდეთ დათმობასა და მსხვერპლზეც კი საყვარელი ადამიანების გამო. ასევე მოგიწევთ დიქტატურისა და სიხისტის შერბილება თუკი გსურთ, რომ ფინანსურ საკითხებში წარმატებას მიაღწიოთ.
ძაღლი
(1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018) მზად იყავით დიდი გამოწვევებისა და მარცხისთვისაც კი. თუმცა, მოკლე ვადით და დიდი გამარჯვება/რევანშის გარანტიით. ეს ის წელია, როცა თქვენი ცხოვრება ცნობილ ატრაქციონს - "ამერიკულ მთებს" დაემსგავსება. ასე რომ, ღვედი კარგად შეიკარით და წინ.
ღორი (1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019) ერთ-ერთი დადებითი წელიწადი გელით წინ. შესაძლებელია, კარიერაში დიდი ნახტომი გააკეთოთ, ხოლო პირად ცხოვრებაში საბოლოოდ შეხვდეთ "იმ ერთადერთს". ამ წელს ნებისმიერი საქმის წამოწყებაა მიზანშეწონილი. გაიხსენეთ რა არის თქვენი "ჰობი", შეუთავსეთ ერთმანეთს სასიამოვნო და სასარგებლო.
ვირთხა (1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008) მაიმუნი მეგობრობს თქვენთან, შესაბამისად, ეს წელი საკმაოდ აქტიური და პერსპექტიული გექნებათ. მოგეცემათ საშუალება დიდი ხნის ნანატრი და დაწყებული პროექტების დასასრულებლად. ზოგადად, ოცნებების ასახდენად. მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს, რომელიც ბოლო წლებში გაკლდათ.
ხარი (1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009) რთული, თუმცა ჭკუის სასწავლებელი და საინტერესო წელი გელით წინ. ყველაფრის მიზეზი კი თქვენთვის დამახასიათებელი პროგნოზირებადი ცხოვრების სიყვარულია. ხოლო მაიმუნს სიურპრიზები უყვარს, შესაბამისად, არ მოგაკლებთ მოულოდნელ ცხოვრებისეულ მოვლენებს.
ვეფხვი (1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010) ახალი იდეების დაბადების, ჰორიზონტების გაფართოების წელია. მაიმუნი ხელს შეგიწყობთ კრეატიული გეგმების განხორციელებაში, თუმცა წარუმატებლობასაც უნდა მოთმინებით შეხვდეთ, თუ გინდათ, რომ ფორტუნამ ისევ გაგიღიმოთ წლის მანძილზე.
კატა-კურდღელი (1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011) თქვენთვის დამახასიათებელი ლავირების უნარის დახმარებით, შესაძლოა თავი მარტივად დაიძვრინოთ ამ წელს წარმოქმნილი მოულოდნელობებიდან. თუმცა, მაიმუნის წელი საკმაოდ მშფოთვარე და არაპროგნოზირებადი იქნება. რაც დიდ ნებისყოფას მოითხოვს თქვენგან. მოერიდეთ მედიატორის როლს და ნაკლებად ჩაერთეთ კონფლიქტებში.
დრაკონი (1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012) მაიმუნის წელში მოგიწევთ გულთან ზედმეტად ახლოს არ მიიტანოთ კრიტიკა. შესაძლოა ამ წელს საკუთარი უპირატესობის დაცვა აქტიურად მოგიხდეთ. არც ის არის გამორიცხული, რომ სხვების ხუშტურებს ემსხვეროლოს თქვენი რეპუტაცია. "ოქროს შუალედის" თემა აქტუალური იქნება. ეცადეთ, იყოთ ლოიალური, მომთმენი და დიპლომატი.
გველი (1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) მოქნილობისა და წინდახედულების გამო, რომელიც გაგაჩნიათ მარტივად იპოვნით გზას მაიმუნის საამებლად. წელიწადი ცვალებადობითა და არაერთგვაროვანი მოვლენებით გაგახარებთ. შეეცადეთ არ გამოიჩინოთ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა და არასოდეს ჩაერიოთ თუნდაც კეთილი გულით სხვების საქმეებში.
ცხენი (1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014) წინა წლებთან შედარებით ეს წელი მშვიდი და მონოტონური მოგეჩვენებათ. თქვენში არსებული დიპლომატიურობისა და კომუნიკაბელურობის გამო, მაიმუნის წელში ფაქტობრივად არ გელით გადაუჭრელი პრობლემები. წინ თავბრუდამხვევი რომანი ან ქორწინება გელოდებათ.
ცხვარი-თხა (1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015) თქვენთვის წლევანდელი წელი ოჯახის წევრების და ახლო მეგობრების ცხოვრებაში ჩართულობას მოიტანს. მოგიწევთ მეტი ყურადღება დაუთმოთ მათ. შესაძლოა მოგეჩვენოთ კიდეც, რომ საკუთარი ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობთ, თუმცა გამოჩენილი გულისხმიერება და სიკეთე სამომავლოდ ერთიორად დაგიფასდებათ.
მაიმუნი (1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016) ეს წელი თქვენი წელია! შესაბამისად, აუცილებელია, რომ ცხოვრებაში მეტი კრეატივი და "ექშენი" შეიტანოთ. შეცვალეთ ცხოვრების წესი, იმიჯი ან პროფესიული საქმიანობა. მაიმუნის ენერგეტიკა ყველა წამოწყებაში წარმატებას გპირდებათ.