ზოდიაქოს ნიშანი იმ შემთხვევაში, როცა მათი დაბადების თარიღი ე.წ. "მესაზღვრის" პოზიციას ემთხვევა. ასე მაგალითად, თუ თქვენ 22 ნოემბერს, 22 ივნისს, 23 აგვისტოს და სხვა ორი მომიჯნავე ნიშნის გზასაყარზე დაიბადეთ, იმის მიხედვით წელიწადი ნაკიანია თუ არა შესაძლოა იყოთ ერთი ან მეორე ნიშნის წარმომადგენელი. ხოლო ის, თუ კონკრეტულად რომელ ნიშანს ეკუთვნით, მხოლოდ პირადი რუკის დეტალური ანალიზით გამოითვლება.
გთავაზობთ თითოეული ნიშნის მესაზღვრეების მოკლე დახასიათებას.
ვერძი/კურო
(17 აპრილი - 24 აპრილი )
ამ ადამიანებში, კუროს ამტანობა და პრაქტიკული აზროვნების უნარი შესანიშნავად ერწყმის ვერძის პრინციპულობასა და დინამიზმს. რაც საბოლოო ჯამში იძლევა მიზანსწრაფულ პიროვნებას, რომელსაც ყოველთვის შეუძლია თავისი გაიტანოს და წარმატებას მიაღწიოს ნებისმიერ ფასად, იქნება ეს პროფესიული სარბიელი თუ ფინანსური კეთილდღეობა.
კურო/ტყუპი
(18 მაისი - 25 მაისი )
ამ ხალხის გარეგნული სიმშვიდის უკან, ძალზე სათუთი ემოციური ბუნება იმალება. იგი ენერგიული და აქტიური მოჩანს, მაგრამ მალე იღლება. მისთვის აუცილებელია, ადრეულ ასაკში შექმნას მყარი ოჯახი. ეს მას ემოციურ სტაბილურობას მიანიჭებს.
ტყუპი/კირჩხიბი
(18 ივნისი - 25 ივნისი)
ამ ადამიანებს გასაოცარი უნარი გააჩნიათ თავიანთ გარშემო სამყარო ჰარმონიული და პოზიტიური გახადონ. მათი უმრავლესობა საზოგადოების და სამეგობროს სული და გულია მუდამ. თუმცა აქ იმალება სწორედ საფრთხე იმისა, რომ სხვებზე ზრუნვამ მათ საკუთარი ინდივიდუალიზმი არ დააკაგვინოს. აუცილებელია გაცემაში ზომა-წონა ისწავლონ და ყველა შემხვედრს არ გაანდონ საკუთარი გეგმები.
კირჩხიბი/ლომი
(19 ივლისი - 26 ივლისი )
ამ ხალხის უმეტესობა ემოციურად არამდგრადი, ლაბილური ფსიქიკის მქონე ინდივიდია. ისინი ძალზე ხანგრძლივად დაეძებენ საკუთარ ადგილს ცხოვრებაში. იცვლიან პროფესიას, ინტერესების სფეროს, სამუშაო ადგილს, თანამდებობას. მათი დიდი ნაწილი მრავალმხრივი ნიჭის პატრონია და ხშირად უჭირს სწორად განსაზღვროს პროფესიული პრიორიტეტები. რაც საბოლოოდ იწვევს იმას, რომ "არაღიარებული გენიოსის" იარლიყს აწებებს მათ საზოგადოება.
ლომი/ქალწული
(20 აგვისტო - 27 აგვისტო)
ცოტათი გულჩახვეული, მაგრამ ამბიციებით სავსე, საოცრად პრინციპული ხალხია. ახასიათებთ პერიოდულად გულისხმას აყოლილებმა სისულელეები აკეთონ, უკიდურესობაში გადაეშვან თავით მანამ, სანამ რაიმე სერიოზული პრობლემა არ გამოაფხიზლებს და გონზე მოსვლას აიძულებს. მათთვის სასურველია ნაკლებად გაამახვილონ ყურადღება წვრილმანებზე და ცხოვრების უფრო ფართოდ, მასშტაბური ხედვა ისწავლონ.
ქალწული/სასწორი
(19 სექტემბერი - 26 სექტემბერი)
ჰარმონიული "მესაზღვრეების" კატეგორიას განეკუთვნებიან. უყვართ კომფორტი, ხელოვნება, მუსიკა, თეატრი. მათგან შესანიშნავი ლიტერატორები, ჟურნალისტები გამოდიან. ერთადერთი ნაკლი ის აქვთ რომ ცხოვრებას ხშირად უყურებენ ვარდისფერი სათვალეებით და ზედმეტი ინფანტილურობით აღიზიანებენ გარშემო მყოფებს.
სასწორი/მორიელი
(19 ოქტომბერი - 26 ოქტომბერი)
მათ ყველაზე რთული ხასიათი გააჩნიათ, დანარჩენ მესაზღვრეებს შორის. მუდმივი ემოციური ცვალებადობა, დრამატიზმი, ექსტრიმის დაუკოებელი წყურვილი. აი, მათი სახასიათო შტრიხები. ისინი ფაქტობრივად "ტანჯვაში იზრდებიან" და ყალიბდებიან პიროვნებად. მათგან კარგი მეცნიერები, კრიმინალისტები, პოლიტიკოსები გამოდიან.
მორიელი/მშვილდოსანი
(18 ნოემბერი - 25 ნოემბერი )
შესანიშნავი "სინთეზია", მშვილდოსნის მასშტაბურად აზროვნების უნარს მორიელის პრაქტიციზმი და სიფრთხილე ემატება. ამ ადამიანებს საოცრად აქვთ განვითარებული სამართლიანობის შეგრძნება. არიან მკაცრი, მაგრამ დიდსულოვანი მოწინააღმდეგეები. ჰყავთ ბევრი ჭეშმარიტი მეგობარი, მაგრამ მტერიც არ აკლიათ.
მშვილდოსანი/თხის რქა
(18 დეკემბერი - 25 დეკემბერი)
თხის რქისთვის დამახასიათებელი პრაქტიკულობა და მშვილდოსნის ალღო/ინტუიცია, ამ ადამიანებში ბევრ წარმატებულ ბიზნესმენს, ბანკირს და საფინანსო სფეროს წარმომადგენელს წარმოშობს. მათ სძულთ დაქვემდებარებულის როლი, ამიტომ ყოველთვის აქვთ საკუთარი საქმე და არიან "თავის უფალინი". თუმცაღა, ასევე აფასებენ, როცა სხვები მათ მიღწევებს ამჩნევენ და რჩევისთვის მიმართავენ ხოლმე.
თხის რქა/მერწყული
(17 იანვარი - 24 იანვარი)
ჰარმონიული ტანდემია, მერწყულის მეგობრულობა და კომუნიკაციის უნარი კარგად ერწყმის თხის რქის პრაქტიკული ხედვის უნარს. აქედან გამომდინარე ვიღებთ გაწონასწორებულ, ჭკუადამჯდარ მერწყულს, რომელიც იდელაურია მაღალი პოსტების სამართავად.
მერწყული/თევზები
(16 თებერვალი - 23 თებერვალი)
მათგან არაჩვეულებრივი, კრეატიული აზროვნების ადამიანები გამოდიან. ისინი წარმატებით მოღვაწეობე სარეკლამო სფეროსა და მარკეტინგში. ზოგადად იკეთებენ ბრწყინვალე კარიერას ყოველგვარი, ზედმეტი დაძაბულობის და ჯაფის გარეშე. თუმცაღა, ზოგჯერ სიზარმაცეც ახასიათებთ და პერსპექტიულ შანსებსაც უშვებენ ხელიდან.
თევზები/ვერძი
(17 მარტი - 24 მარტი)
მათი ნაკლიცა და ღირსებაც აბსოლუტურ შეუსაბამობაში მდგომარეობს. ეს ერთ-ერთი რთული კომბინაციაა "მესაზღვირსთვის". მიზანსწრაფული და მტკიცე ხასიათის ვერძი, ყოველთვის უკმაყოფილოა საკუთარი "თევზური" ბუნების სიმყიფით. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვერძმა უნდა აიღოს ხელში მართვის სადავეები, ხოლო თევზებმა რჩევები აძლიოს მას, როგორც უდიდესმა ინტუიტმა. ამგვარი ადამიანებისგან არაჩვეულებრივ ფსიქოლოგებს, დიპლომატებს, ექიმებს ვიღებთ.