ავტორი:

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"

როდესაც ქორწინებისთვის ასტროლოიურად ხელსაყრელი დღის შერჩევა გვსურს, ასეთ დროს, როგორც ასტროლოგები ამბობენ, არ შეიძლება ზოგადი მონაცემებით ხელმძღვანელობა, ვინაიდან თითოეული ადამიანის შემთხვევაში უამრავი კონკრეტული დეტალია გასათვალისწინებელი. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით ასტროლოგი ხათუნა ნოელი და რას ურჩევს მათ, ვისაც წლის ბოლომდე სურთ ქორწინება:

"ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი ასეთ დროს, ჩემო კარგებო, მთვარის მდებარეობა, ასპექტები, მზარდია ფაზა თუ არა... მერე ვენერას მდებარეობა და ასპექტები, მზის... თქვენი პირადი რუკები... ბოლომდე იდეალური დღე შეიძლება მთელს წელიწადშიც არ იყოს, არამცთუ უახლოეს ''შაფათს''... რაც წლის ბოლომდე თვეებია დარჩენილი, 5 თვე, ამ ხუთ თვეში 5 დღეც არაა საამისოდ ხელსაყრელი, გაითვალისწინეთ! 15 აგვისტოს ასპექტებით და არაუშავს, მაგრამ მთვარე კლებადია, მერკურიც დამწვარი. 20 აგვისტოდან 2 კვირა მთვარე კია მზარდი, მაგრამ ვენერაა დაზიანებული იუპიტერით და პლუტონით. გვინდა? არ გვინდა. 7 სექტემბერსაც არაუშავდა, მთვარე რომ მზარდი ყოფილიყო და ვენერა-მარსის კვადრატი არ გვქონოდა. (აფსუს, რა აფრა იკარგება?! თან მთვარეც კუროშია.. ეჰ...) 18-დან მთვარე კია მზარდი, მაგრამ ვენერა-ურანის კვადრატი განქორწინებაზე გვესაუბრება.

გამოვტოვეთ ესეც. 23 სექტემბერი? ვენერას და მთვარეს ტრინი აქვთ, ფაზაც მზარდია, მზეს სატურნთან ტრინი აქვს და ხანგრძლივ კავშირზე მიუთითებს. თუ დანარჩენ დაძაბულ ასპექტებს თვალს დავუხუჭავთ, ამ დღეს კიდევ არაუშავს რა. აჰა, დავიმახსოვროთ.

26-ც გაქაჩავდა, მთვარე რომ არ ყოფილიყო სასტიკად დაზიანებული, მაგრამ ისეთებს უერთდება თხის რქაში და ისეთები აკვადრატებენ, რომ - არ-გვინ-და. მერე 30 სექტემბერია ცოტა ნორმალური. მაგრამ მზეც უასპექტოა და მერკურიც. რა ვიცი, რა ვიცი... მზადი ფაზა 17 ოქტომბრიდან იწყება, აქაც ვენერას დაზიანება გვაქვს, ამჯერად ნეპტუნით - ილუზიები, ტყუილები.

25 ოქტომბერს მთვარე მზარდია, ვენერა ჰარმონიულია. გავრისკოთ? უი, მერკური ყოფილა რეტრო. თან დამწვარი. პლიუს მზე ურანის ოპოზიცია. ვერა, ვერ გავრისკავთ. მომდევნო მზარდი ფაზა 16 ნოემბრიდან გვაქვს. და აჰა, ისევ ვენერაა დაზიანებული სატურნით, პლუტონით, იუპიტერით. ამას რომ მოვიშორებთ, ახლა ურანი ჩაუდგება ოპოზიციაში ჩვენს გოგოს.

მომდევო მზარდი ფაზა 15 დეკემბრიდანაა. ამ დღეს მერკურია ''შემწვარი'', 16-ში მთვარეა თხის რქაში ''ძვირფას'' შეერთებასთან ჩახუტებული. მერე ურანთან კვადრატი აქვს. მერე ვენერასთან. მერე მზესთან. მერე ჯერ მარსს უერთდება, მერე ლილიტს.

26 დეკემბერს კია მთვარე მზარდიც, კუროშიც და დაუზიანებელი, ოღონდ ვენერა უასპექტოა. თუმცა როცა არჩევანი დიდი არაა, ეგებ ესეც დავიმახსოვროთ. იმიტომ რომ 27-ში ვენერა ისევ ზიანდება და მერე უკვე კლებადი ფაზაც მოდის... ასეა, აი.

2 დღე ძლივს გამოვიყვანეთ. ახლა ღმერთმა არ ქნას და უკურსო მთვარის პერიოდი არ დაემთხვას ან ერთს ან მეორეს. ვნახოთ. 23 სექტემბერს უკურსო პერიოდი 21:30-დან იწყება. 26 დეკემბერს - 15:30-დან. ანუ დროში აქაც შეზღუდულები ხართ, უნდა მოასწროთ, რომ ეტლი კვახად არ გადაიქცეს და მეეტლე ვირთხად... და წარმოიდგინეთ, ეს სიმწრით ნაპოვნი 2 დღე თქვენს ან თქვენი პარტნიორის რუკას რომ ვერ მოერგოს...

პ.ს. ქირურგიულ ოპერაციებზეც ასე სათითაოდ არის საძებნელი. ოღონდ იქ სხვა დეტალებს ვითვალისწინებთ. ბიზნესის დასაწყებად კიდევ სხვას და ასე შემდეგ. მოკლედ, მიხვდით, ხომ? ''მომდევნო კვირაში კარგი დღე რომელია''- არ ყოფილა მასე".

აირჩიე კრისტალი - სამყაროსგან შენთვის შეტყობინებაა

"ჩვენ იმ ადამიანებს ვემსგავსებით, ვისზეც გამუდმებით ვსაუბრობთ და ვფიქრობთ" - რატომ მოქმედებს სხვისი განკითხვა წყევლასავით

ერთი ჯადოსნური სიტყვა, რომლითაც ყველა სიტუაციაში გამარჯვებული გამოხვალთ