და რეალურ ცხოვრებაში აპრობირებული ცნება გახლავთ. თუმცა, არსებობს კონკრეტული ქმედებები, რომელთა ჩადენასაც ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელს ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე იშვიათად ან საერთოდ ვერ აიძულებთ.
ასე მაგალითად:
ვერძს ძნელად აიძულებთ მორჩილებას.
კუროს სიჩქარეს და სპონტანურად ქმედებას.
ტყუპს სიდინჯეს და პუნქტუალურობას.
კირჩხიბს ხელგაშლილობას.
ლომს თავმდაბლობას და მოკრძალებულობას.
ქალწულს ქაოსში ცხოვრებას.
სასწორს უხეშობას და ბილწსიტყვაობას.
მორიელს დიდსულოვნებას და სწრაფად მიტევებას.
მშვილდოსანს დანაპირების შესრულებას.
თხის რქას მარტივად დათმობას.
მერწყულს მონოტონურობას.
თევზებს სასტიკად მოქცევას.