რატომ იწვევს თქვენში ყველაზე დიდ აგრესიას და გაღიზიანებას. იცით თუ არა, რომ ამგვარ ნიუანსებს, ადამიანში პლანეტარული განლაგება და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს? დღევანდელ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინსტრუქციას იმის შესახებ რა არ უნდა მოიმოქმედოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან საიმისოდ რომ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები და გაუგებრობა:
მაშ ასე, რას ვერ იტანენ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნები:
რას ვერ იტანს კურო
ზეწოლას , როგორც ირიბს ისე პირდაპირს – ნუ მიუთითებთ მას დედლაინებზე. თავად ხომ არასოდეს ერევა თქვენს საქმეში?
მოუთმენლობას – ნუ ააჩქარებთ, მაინც ყველაფეს მოასწრებს. კუროს საკუთარი ტემპი გააჩნია ცხოვრებაში.
სტილის არქონას და უგემოვნობას – კუროს აზრით, სამოსი იმიჯს უნდა ქმნიდეს, მხოლოდ სიშიშვლის დასაფარად არ გამოუგონია იგი კაცობრიობას.
მოსაწყენ თანამოსაუბრეს – კუროებს უყვართ სხარტად მოაზროვნე და საინტერესოდ მოლაპარაკე ხალხი. მათთან ადვილია ურთიერთობა.
ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ აზრი შეაცვლევინონ – უდავოა, ცნობილი გამოთქმის ავტორს "კამათში იბადება ჭეშმარიტება" კუროს მხედველობიდან გამორჩა.
თმაგაბურძგნილ, გაუპარსავ-დაუვარცხნელ ხალხს – კაცობრიობა გამოქვაბულიდან დიდი ხანია გამოვიდა.
ჰიპერაქტიურობას – მუდამ "საქმიანი-უსაქმური" ადამიანების გარემოცვაში კუროებს თავბრუ ეხვევათ.
მოუსვენრობას და წუწუნს – რა საჭიროა ამდენი ფაცი-ფუცი? - "იჩქარე ნელა".
ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ავადმყოფობენ – მათ მაგივრად ხომ ვინმემ უნდა იმუშაოს? კუროს საკუთარი საქმეებიც ეყოფა.
ემოციების გადმოფრქვევას – სიყვარულის გამოხატვა საქმითაც შეიძლება, ენის მოჩლექა მხოლოდ ბაღის ასაკში.