რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები - რას ვერ იტანს სასწორი

რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები - რას ვერ იტანს  სასწორი

რატომ იწვევს თქვენში ყველაზე დიდ აგრესიას და გაღიზიანებას. იცით თუ არა, რომ ამგვარ ნიუანსებს, ადამიანში პლანეტარული განლაგება და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს? დღევანდელ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინსტრუქციას იმის შესახებ რა არ უნდა მოიმოქმედოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან საიმისოდ რომ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები და გაუგებრობა:

მაშ ასე, რას ვერ იტანენ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნები:

რას ვერ იტანს სასწორი

მოდიდან გამოსულ ან მოუწესრიგებელ ტანსაცმელს – ოჯახში თუ ქაოსი გაქვს, აუცილებელი არაა, ეს შენს იმიჯზე აისახოს!

ადამიანებს, რომლებიც არჩევანის წინაშე აყენებენ – ისედაც გამუდმებით ეპარება ეჭვი ყველაფერში, ახლა კიდევ არჩევანიც აკეთებინე!

იაფფასიან და არაჰიგიენურ კვების ობიექტებს – ხინკალსა და ლუდზე მოპატიჟების მიღება, მის ღირსებაზე დაბლა დგას.

უხარისხო საჩუქრებს და ციცქნა ბუკეტებს – სიყვარულის დამტკიცება, საჩუქრებზე დახარჯული თანხის "სიმრგვალის" მიხედვით შეიძლება.

ინდეფერენტულობას – შეიძლება ვინმემ არ შემამჩნიოს? "მე ისეთი კარგი ვარ, გული თვითონ მიჩუყდება".

ადამიანებს, ვინც აიძულებს იმოქმედოს – რატომ მაინცდამაინც მე? ამიხსენი ან თავად გააკეთე ის, რასაც მავალებ!

ნებისმიერი სახის სიმახინჯეს – მსოფლიოს სილამაზე გადაარჩენს!

კამათს – როგორც წესი, მოკამათეებს შორის, ერთი ყოველთვის სულელია, მეორე არამზადა... მე კი არც ერთი მინდა ვიყო, არც მეორე.

ადამიანებს, რომლებიც ასწავლიან მას, როგორ იცხოვროს – ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა? ჰოდა, მე ვწყვეტ, როგორ ვიცხოვრო ან ვიცხოვრო თუ არა საერთოდ!

მოსაწყენ ხალხს – თანამოსაუბრემ უნდა გაგართოს, მხოლოდ საქმიან შეხვედრებს რა აზრი აქვს?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?