რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები - რას ვერ იტანს ვერძი

რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები - რას ვერ იტანს ვერძი

თქვენში ყველაზე დიდ აგრესიას და გაღიზიანებას. იცით თუ არა, რომ ამგვარ ნიუანსებს, ადამიანში პლანეტარული განლაგება და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს? დღევანდელ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინსტრუქციას იმის შესახებ რა არ უნდა მოიმოქმედოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან საიმისოდ, რომ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები და გაუგებრობა:

მაშ ასე, რას ვერ იტანენ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნები, მივყვეთ რიგითობით:

რას ვერ იტანს ვერძი

ჭკუის სწავლებას – მან უკეთ იცის რა, როდის და როგორ უნდა აკეთოს!

არაორგანიზებულობას – თქვენი მოუწესრიგებლობით მას ხომ მუშაობაში უშლით ხელს! კეთილი ინებეთ და გადახედეთ გრაფიკს, რომელიც მან თქვენთვის შეადგინა.

ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით მიმართავენ დასახმარებლად – იგი, რა თქმა უნდა, დაგეხმარებათ, მაგრამ მაქსიმუმ თვეში ერთხელ, ყოველდღიური დახმარება თუ გესაჭიროებათ, აიყვანეთ ძიძა ან კარგი პირადი მენეჯერი.

ცუდ სუნს, რომელიც თქვენს სამოსს ასდის (სიგარეტის, ყავის და ა.შ.) – ეს ხელს უშლის მას ადამიანის აღქმაში.

ავტორიტეტულობას – ვერძი ვერ იტანს, როცა ვინმე მასზე მბრძანებლობს. ამიტომ, მითითების გარეშეც, მშვენივრად იცის, როგორ გააკეთოს საქმე.

სიყალბეს და არაბუნებრიობას – ყველაფერი რაც ბუნებამ გვიბოძა, ადამიანში ნათლად უნდა ჩანდეს. ამიტომ არ არის აუცილებელი საკუთარი გარეგნობის, კოსმეტიკით ან სხვა სახის გაურკვეველი კომუფლაჟით შენიღბვა.

ადამიანებს, რომლებიც სუსტებს ჩაგრავენ – ვერძებში სამართლიანობის გრძნობა ჰიპერთროფირებული დოზითაა გამოვლენილი.

ავანგარდიზმს – ვერძის აზრით, არსებობის უფლება აქვს იმას, რაც დრომ და ადამიანებმა გამოსცადეს ყოველდღიურ მოხმარებაში.

რუტინას – ვერძს არ შეუძლია ხანგრძლივი დროის მანძილზე აიტანოს ერთი და იგივე სიტუაცია, ადამიანები ან სამსახური.

წარსულის მოგონებებს – ვერძი ყოველთვის მომავალზეა ორიენტირებული. შესაბამისად, მას არც თავისი, არც მით უმეტეს სხვისი წარსული არ აღელვებს დიდად. ეს მისთვის აბსოლუტურად არასაჭირო ინფორმაციაა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?