რაშია ჩვეულებრივი, სამზარეულოს ცოცხის მაგიური ძალა

რაშია ჩვეულებრივი, სამზარეულოს ცოცხის მაგიური ძალა

სხვადასხვა კუთხეშიც კი არსებობს გარკვეული "ცრურწმენები", რომელიც უბრალო, საოჯახო ცოცხს უკავშირდება. ასე მაგალითად, ჩემი გურული ბებია არასოდეს გვიდა ოთახებს მზის ჩასვლამდე თუკი იმ დღეს სახლიდან ვინმეს შორს გზაზე უწევდა გამგზავრება. მიაჩნდა, რომ ეს "ცუდის ნიშანია" ან ვინმე იავადმყოფებს.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ბევრი მინიშნება იმის შესახებ, თუ რა სახის ენერგეტიკული გავლენა გააჩნია უბრალო ცოცხს ჩვენს ცხოვრებაში (ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცოცხი შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ალქაჯებისა და გრძნეულების გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი გახდათ).

უნდა გახსოვდეთ, რომ ცოცხი ყოველთვის ტარით ზემოთ დადოთ. ეს ოჯახში ბარაქიანობის სიმბოლოა.

არასოდეს გადახვეტოთ ცოცხით პარმაღი - სიღარიბე და ფულის გადინება იცის.

ცოცხზე გადაბიჯებას ოჯახში ჩხუბი და კინკლაობა მოაქვს.

ძველი (დაძენძილი) ცოცხი სასწრაფოდ ახლით შეცვალეთ, თუ არ გინდათ, რომ ფინანსური საქმეები უკან წაუვიდეს ოჯახის უფროსს.

ახალი ცოცხით ძველი სლავები ხეებს ურტყამდნენ ძირებში, ამბობდნენ ასე მოსავლიანობა იზრდებაო.

ჭირვეულ თოთო ბავშვებს კი ახალ ცოცხს მოატარებდნენ დაძინებულზე , ნაკლებად ჭირვეული ხასიათის გაიზრდებაო.

ახალ მთვარეზე შეძენილი ახალი ცოცხით კი მომავალი ორი კვირის ნაყოფიერებას "აპროგრამებენ".

გასათხოვარ და ბედისმაძიებელ ქალებს, სლავები აიძულებდნენ ახალ ცოცხზე ცხრაჯერ გადახტომას . სჯეროდათ, რომ ბედი მალე გამოჩნდებოდა.

სხვას არასოდეს მისცეთ საშუალება თქვენი სახლი დაგაოს. სლავებს მიაჩნდათ, რომ ეს უიღბლობის ნიშანია.

თუკი არასასურველი სტუმარი გყავდათ და გინდათ იგი თქვენთან აღარ მოვიდეს , მისი წასვლის შემდეგ შემოსასვლელი გადახვეტეთ და მოგროვილი ნაგავი ფეხებს შუა მოაქციეთ. ასე იგი, არასოდეს მოისურვებს მომავალში თქვენთან სტუმრობას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?