წარმატება მხოლოდ იღბლისა და გამართლების შედეგია თუ თავდაუზოგავი შრომისა და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგი? ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ მეტ-ნაკლებად ქუდბედიანი ზოდიაქოს ნიშნები, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ ნიშანს გააჩნია მინიმუმ სამი უარყოფითი თვისება ხასიათში, რაც მას ხელს უშლის მიაღწიოს წარმატებას. ამიტომ თუკი ქვემოთ ჩამოთვლილ თვისებათაგან ვერც ერთთან ვერ ახერხებთ გამკლავებას, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ცხოვრებაში უიღბლობა თქვენი მუდმივი თანამგზავრია.
ვერძს უტაქტობა, სიხისტე და ფიცხი ხასიათი უღობავს გზას წარმატებისკენ.
კუროს სიჯიუტე, სიახლეების ძნელად მიღება-ათვისების უნარი და სწორხაზოვნება.
ტყუპი ყველაზე მეტად ცვალებადობით, ზედმეტი ლაქლაქისკენ მიდრეკილებითა და უგულისყურობით სცოდავს.
კირჩხიბს მერკანტილურობა, გადამეტებული სიფრთხილე და მორცხვობა უშლის ხელს.
ლომი ყველაზე ხშირად პროფესიულ მარცხს განიცდის საკუთარი მედიდურობის, ამპარტავნული გამოხდომებისა და სხვათა აზრის იგნორირების გამო.
ქალწულს მეწვრილმანეობა, პესიმისტური ხედვა და დეტალებზე ზედმეტი ფიქსაცია უშლის ხელს.
სასწორს მერყევი ხასიათი, ხათრიანობა და მუდმივად სხვების იმედზე ყოფნა აზარალებს მუდამ.
მორიელს დიქტატორული მიდრეკილებები, რადიკალიზმი და შურისმაძიებლური ბუნება.
მშვილდოსნისთვის წარუმატებლობის მიზეზი ზედმეტი სიალალე, დაუკვირვებლობა და წინდაუხედავი საქციელია.
ხოლო თხის რქა ყოველთვის წააგებს თუ გზას მისცემს ისეთ თვისებებს ხასიათში როგორიცაა – ანგარებიანობა, სნობიზმი და ბიუროკრატიზმი.
მერწყულს პრობლემებს უქმნის ზედმეტად ექსცენტრიკული ხედვა ან იდეები, არასერიოზული იმიჯი საზოგადოების თვალში და ზემდგომების აზრის სრული იგნორირება.
თევზები კი პრობლემებს აწყდებიან მაშინ, როცა თავს წუწუნის, სხვებზე დაქვემდებარებულის როლში ყოფნის და ინერტულად ცხოვრების უფლებას აძლევენ.