სასწორის ზოგადი დახასიათება:
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რაც მათ ხასიათში თანდაყოლილ დიპლომატიის უნარს, ჰარმონიისა და სილამაზის სიყვარულს განაპირობებს. სასწორების უმრავლესობა, როგორც გარეგნობით ისე ხასიათით, სასიამოვნო და კომუნიკაბელური ხალხია. ორივე სქესის სასწორებს, ძალიან უყვართ კამათი, შესაბამისად, მათთვის უცხო არ არის სხვადასხვა სახის დისკუსიებსა და პოლემიკებში მონაწილეობა, თუმცა ასეთ შემთხვევაში, არა საკუთარ, არამედ საზოგადოებაში გავრცელებულ ამა თუ იმ მოსაზრებას იცავს. ხოლო, ინდივიდუალური აზრის ქონა, რომელიც მყარ არგუმენტებზე იქნება დაფუძნებული, როგორც წესი სასწორებს იშვიათად ახასიათებთ. შესაძლოა სწორედ ამ თვისების არ ქონის გამო იწუნებენ თაკო ნაცვლიშვილს ქასთინგმენეჯერები, მოგეხსენებათ, "ვიქტორია სეკრეტის" მოდელები სწორედ ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან.
როგორია სასწორი ქალი?
"რკინის ხელი ხავერდის ხელთათმანში" - აი, მოკლე ფორმულირება სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალის დასახასიათებლად. სასწორი ქალის შესახებ თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი საოცრად დახვეწილი, ქალური და ნაზი არსებაა. თუმცა საკუთარი ხასიათის ისეთ თვისებებს, როგორიცაა შორსმჭვრეტელობა, ნებისყოფის უნარი და დიპლომატიის ნიჭი, ქალი სასწორი ოსტატურად მალავს თავისი მომხიბვლელი იმიჯის უკან, ყოველშემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ მის გეგმებში სასურველი მამაკაცის ხელში ჩაგდების მცდელობის პირველი ნაბიჯები შედის. სასწორი ქალების უმრავლესობა, თანდაყოლილი უზადო გემოვნებით და სტილის შეგრძნებით იბადება. აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის ზედმიწევნით კარგად ერკვევიან თანამედროვე მოდის ტენდენციებსა და ჩაცმა-დახურვის საკითხებში . მათი უმრავლესობა, როგორც წესი, ბრენდური მაღაზიის ვიტრინიდან გადმოსულ მანეკენს წააგავს.
გამოდის, თაკო ნაცვლიშვილი სწორედ იმ სფეროში ტრიალებს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნით შეეფერება.