რიცხვებიდან პლანეტა მერკური, რომელიც ადამიანებს შორის კომუნიკაციაზე, შენაძენებზე, კომერციაზე, ინფორმაციის მიღება-გადაცემაზე და გადაადგილებაზე აგებს პასუხს, უკანმავალი (რეტეროგრადული) გახდა. მერკური ამ ფაზაში ყოფნას ოთხ მაისამდე გააგრძელებს. რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინოთ.
მერკური სიმბოლურად უკავშირდება ინფორმაციის გაცვლა-გადაცემას, აზროვნებასა და კომუნიკაციას. ამიტომ ახალი პროექტების განხორციელება ამ პერიოდში ცოტა რთული იქნება. უკვე დაწყებული პროექტები კი შეჩერდება, ამ პერიოდში გართულდება ნებისმიერი ტრანსპორტირება. განსაკუთრებულად გაიზრდება საგზაო შემთხვევების რაოდენობა. ხშირად მწყობრიდან გამოვა ნებისმიერი ორგტექნიკა.(კომპიუტერები, პროგრამული უზრუნველყოფა).
ეს არასასურველი პერიოდია სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყებედ, ნებისმიერი შეთანხმების გასაფორმებლად, მივლინებებისთვის და ახალ სამსახურში მოსაწყობად, ასევე ახალი პროექტების დასაწყებად. ამ პერიოდში გაკეთებული დასკვნები ხშირ შემთხვევაში საჭიროებს გადამოწმებას. ურთიერთობები გართულებულია. სირთულეებია დოკუმენტების გაფორმებაშიც.
სირთულეებს წააწყდებით ჯანმრთელობის კუთხითაც, რეტროგრადული მერკურის პერიოდში სასურველია თავი შევიკაოთ ქირურგიული ოპერაციებისაგან. ეს პერიოდი არასასურველია კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად. საერთოდ თავი შეიკავეთ ნებისმიერი სერიოზული შენაძენისაგან. მოგზაურობების დროს იყავით ფრთხილად, კარგად დააკვირდით მოძრაობის გრაფიკს, მოსალოდნელია სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობაც. ერთადერთი სასურველი პერიოდია ძველი კავშირების აღსადგენად, უკვე შესრულებული სამუშაოს ანალიზისათვის, ან წარსულში შეუმდგარი გარიგების დასასრულებლად.
ამ პერიოდისათვის სასურველია მივბრუნდეთ უკან და კიდევ ერთხელ ვცადოთ. ოღონდ აუჩქარებლად და დაკვირვებით. გავიაზროთ რამდენად რეალურია მოტივი და ეფექტურია თუ არა ჩვენს მიერ გაწეული შრომა და ძალისხმევა, რათა იმედიანად ვიყოთ მომავალში.