რატომ არიან თხის რქები ყველაზე საუკეთესო უფროსები

რატომ არიან თხის რქები ყველაზე საუკეთესო უფროსები

და მენეჯერული ნიჭი თანდაყოლილი თვისებაა თუ შეძენლი ღირსება. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს სულ რამდენიმე ნიშანს გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები. მათ შორის კი ამ ყველაფერთან ერთად, უსაზღვრო შრომისმოყვარეობის მქონეა თხის რქა, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ამქვეყნად ყველაზე კარგ უფროსად სამსახურში.

დიახ, ის მკაცრი და მომთხოვნია. სატურნი თხის რქის მმართველი პლანეტა ამ ადამიანებს დისციპლინის სიყვარულს, ბიუროკრატიულობას და ზოგჯერ ზედმეტ სიმკაცრესაც კი ანიჭებს. თხის რქამ იცის შრომისა და დროის ყადრი. ამიტომ იგი სამსახურში ისეთ ადამიანს ვერ აიტანს, ვინც სრულ ხელფასს ნახევრად შესრულებულ სამუშაოში იღებს. შესაბამისად, მოარული ხმები თხის რქა უფროსის სისასტიკეზე ზუსტად ასეთი ხალხის გავრცელებულია.

თუკი სატურნის ფუნქცებს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ სიმკაცრესთან ერთად, ეს პლანეტა თხის რქას სხვისი შრომისა და მონდომების დაფასების უნარსაც ანიჭებს. თქვენი უფროსი თხის რქა, დიდი ხნის მანძილზე ყურადღებით დაგაკვირდებათ რამდენად მონდომებული ხართ სამსახურში. მისთვის სასიამოვნოა ისეთ თანამშრომელთან ურთიერთობა, რომელიც მაქსიმალურად იხარჯება სამუშაო ადგილზე. იგი ცოტათი სნობიც არის. აფასებს უმაღლეს განათლებას და სოლიდურ უნივერსიტეტსა თუ კორპორაციებში მიღებულ გამოცდილებას. თუმცა, ამ ყველაფრის გარეშეც განეწყობა თქვენ მიმართ დადებითად თუკი დიანახავს, რომ მის კომპანიას საკუთარი ოჯახივით უფრთხილდებით.

Astrologia

უფროსი თხის რქა თავდაუზოგავად შრომობს ყოველთვის და იმავეს ითხოვს ხელქვეითებისგან. მას შეუძლია ღამეებიც კი ათენოს სამსახურში, თუკი ამას სიტუაცია მოითხოვს. იმავეს ითხოვს სხვებისგან. შესაბამისად, თუკი მისი გუნდის წევრობა გსურთ, ეს უნდა გაითვალისწინოთ. სამაგიეროდ, მასთან თამამად შეგიძლიათ ისაუბროთ ოჯახზე, თხის რქები აღმერთებენ საკუთარ ფესვებს და ოჯახური ურთიერთობები მათთვის წმინდათა წმინდაა. უფროსი თხის რქა დააფასებს თქვენს ოჯახისადმი თავდადებას და აუცილებლად მოგცემთ არაგეგმიურ დეი-ოფს თუკი ეს თქვენი ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად გამოგადგებათ.

თქვენი უფროსი ერთი შეხედვით პირქუში და ცივი მოჩანს, თუმცა შინაგანად იგი ძალიან ძლიერი, მაგრამ მარტოსულია. თუკი მის თვალში ნდობას მოიპოვებთ, შესაძლებელია სამსახურეობრივი მეგობრობა პირადშიც გადაიზარდოს. თხის რქები აფასებენ კარგ, ნაცად ხელქვეითებს. თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს მიმართოთ ხალხში მას სახელით! ოფიციოზი, რომელიც თხის რქისთვის მნიშვნელოვანია, ყველა შეთხვევაში უნდა იყოს დაცული!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?