და ღირსება, თუმცა პარტნიორული თანაცხოვრებისას ისეც ხდება ხოლმე, რომ ზოგიერთი ქალბატონის ხასიათი ხშირად აუტანელია მამაკაცისთვის. დღეს გვინდა ზუსტად ამ თემაზე ვისაუბროთ და გავარკვიოთ, კონკრეტულად რა ნაკლოვანებების გამო გარბიან მამაკაცები ამა თუ იმ პარტნიორისგან მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე...
ვერძი
ვერძისგან მამაკაცები მისი სიფიცხის, უკომპრომისო ხასიათის და ზღვარგადასული ეჭვიანობის გამო გარბიან.
კურო
კუროს მიტოვება მამაკაცის მხრიდან მისი მოსაწყენი ხასიათის, სწორხაზოვნებისა და პერიოდულად გამოვლენილი უაპელაციო სიჯიუტის მიზეზი იქნება.
ტყუპი
ტყუპს თუ ვინმე გაექცა კიდეც, თავად ტყუპი ალბათ შვებით ამოისუნთქებს (მას ხომ ყველა და ყველაფერი სწრაფად ბეზრდება) და მალევე იპოვის შემცვლელს.
კირჩხიბი
აი, კირჩხიბისგან თავის დაღწევა კი ნებისმიერი მამაკაცისთვის შეიძლება იმაზე უფრო ძნელი იყოს, ვიდრე რომელიმე პატიმრისთვის ლეგენდარული შოუშენკის ციხიდან გაქცევა.
ლომი
ლომს და ვინმე გაექცა? ასეთი რამ გამორიცხულია! განა შესაძლებელია მეფეს ოდესმე მონა აუჯანყდეს? ლომი ყოველთვის თავად ირჩევს, იმას, თუ ვის მისცეს გაქცევის უფლება.
ქალწული
თუკი მამაკაცს ქალწულის მანიაკალურმა წესრიგის სიყვარულმა და ემოციურმა სიცივემ თავი ძალიან მოაბეზრა, მოუწევს მისგან თავის დაღწევის საკითხზე სერიოზული ჯაფა გასწიოს, რადგან ეს საქმე მარტივად ნამდვილად არ გამოვა!
სასწორი
ერთადერთი მიზეზი, იმისა, რომ მამაკაცს სასწორისგან თავის დაღწევა მოუნდეს, მისი ხასიათის გადამეტებული სისათუთე და სირბილე იქნება.
მორიელი
მორიელთან დაშორება თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთობ საგმირო საქმეა. თუმცა მიზეზი რატომაც შეიძლება მამაკაცს ამ ქალისგან გაქცევა მოუნდეს ხშირად არათუ საკმარისი, საკმარისზე ბევრად მეტია. დაწყებული მისი ეჭვიანობით, დამთავრებული მწარე ენით და აშკარა სურვილით იბატონოს მამაკაცზე.
მშვილდოსანი
თუ მოულოდნელად საყვარელმა მამაკაცმა მისგან თავის დაძვრენა მოინდომა, შესაძლოა მშვილდოსანი ამ უკანასკნელის მხრიდან "სასწრაფო ევაკუაციის" მცდელობის მიზეზებზეც კი, მოგვიანებით დაფიქრდეს. მანამდე უბრალოდ გაერთობა მეგობრებში.
თხის რქა
თხის რქა ქალებისგან მამაკაცები ხშირად გარბიან. მაგრამ მათი ეს ესტაფეტა არაფერია, სხვა თუ არა, სირბილი მოკლე დისტანციაზე. მაგრამ მამაკაცი, რომელიც ჩემოდნებს მთელი შემართებით ჩაალაგებს მისგან სამუდამოდ თავის გასათავისუფლებლად, მოკლე ხანში იგივე ჩემოდნების თანხლებით უკანვე მობრუნდება.
მერწყული
მართალია, თავისი უთავბოლო, არაპროგნოზირებადი და ცვალებადი საქციელით ეს ქალი არცთუ იშვიათად აგდებს მამრებს "ემოციურ-შოკურ" მდგომარეობაში, მაგრამ თავად მერწყული, როგორც წესი, არასოდეს იტანჯება გადამეტებული ეჭვიანობით ან მესაკუთრული გრძნობებით. შესაბამისად, თუკი მამაკაცს მისგან წასვლა უნდა, კი ბატონო გზა ხსნილია!
თევზები
ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც თევზი ქალის ქრონიკული ინფანტილურობით დაიღლება და საკუთარი თავის შველას მისგან გაქცევით შეეცდება, ლამის შვიდი თაობის მანძილზე დატანჯავს სინდისის ქენჯნა და დანაშაულის შეგრძნება იმის გამო, რომ მან ეს უმწეო არსება ბედის ანაბარა მიატოვა.