რატომ გესიზმრებათ გარდაცვლილი ადამიანი?

რატომ გესიზმრებათ გარდაცვლილი ადამიანი?

ჯერ კიდევ საუკუნეების წინ სჯეროდათ, რომ გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა საფრთხეს, პრობლემებსა და განსაცდელს მოასწავებდა. ასტროლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ სიზმრები სხვა სამყაროებთან გვაკავშირებს, ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა მინიშნებები, რომლებსაც ისინი გვაძლევენ. თუ თქვენ გარდაცვლილი ბებია, ბაბუა, მშობლები, შვილი, და-ძმა, მეუღლე ან მეგობარი დაგესიზმრათ, ნუ შეშინდებით, არ ჩათვალოთ, რომ სულ მალე თქვენც მათ შეუერთდებით. მკვდრები რამდენიმე მიზეზის გამო გვესიზმრებიან, გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

შეცდომას უშვებთ და ვერ ხვდებით

გარდაცვლილი ადამიანები გვიკავშირდებიან მაშინ, როცა გამოუსწორებელი შეცდომის დაშვებას ვაპირებთ ან უფსკრულის კიდეს ვუახლოვდებით, რომელში გადავარდნის შემთხვევაშიც, ყველაფერი რისთვისაც ვიღწვოდით და ვშრომობდით, წყალში ჩაგვეყრება.

დანაშაულის გრძნობა გაწუხებთ

შესაძლოა ვინმეს გული ატკინეთ ან კეთილსინდისიერად არ მოიქეცით, ნამუსი გაწუხებს, ბორგავთ. ხვდებით, რომ თქვენი ნაბიჯი საამაყო ნამდვილად არ იყო.

დეპრესია გეწყებათ

ხშირად ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ დეპრესიაში არიან და ფიქრობენ, რომ უბრალოდ უგუნებობა დასჩემდათ.

თუ გარდაცვლილმა ადამიანმა სიზმრებში მოგაკითხათ, დიდი ალბათობით დეპრესია გეწყებათ ან უკვე დიდი ხანია მისი ფსკერისკენ მიექანებით და დროა ზედაპირზე ამოცუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დაზარალდებით.

თავდაჯერებულობა გაკლიათ

როგორც კი თქვენი თავდაჯერებულობის შკალაზე ნიშნული დაბლა ეცემა, თქვენში კი კომპლექსების ბუდე წარმოიშობა, დახმარება გჭირდებათ. ვინმემ სილა უნდა გაგაწნათ, რომ გამოგაფხიზლოთ და მიმდინარე მოვლენებზე კონტროლი არ დაკარგოთ! საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა არაფერს გარგებთ. მხოლოდ შეაფერხებს მუშაობას, სწავლას და განვითარების პროცესს.

გარდაცვლილ ადამიანთან სიზმარში საუბარი მოასწავებს თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებს, ახალი ამბის გაგებას. თუ დაგამახსოვრდათ, რომ ის მოწყენილი ან გაბრაზებულია , გადაუხადეთ პარაკლისი, რადგან შესაძლოა თქვენი დახმარება სჭირდებოდეს სასუფეველში სიმშვიდის მოსაპოვებლად. ხშირად ადამიანებს ავიწყდებათ გარდაცვლილებისთვის ლოცვების წაკითხვა, მაშინ როცა მათზე ზრუნვისა და სიყვარულის გამოსახატად, ეს საუკეთესო საშუალებაა.

თუ გარდაცვლილი კარგ ხასიათზე იყო, ოჯახის რომელიმე წევრი დაქორწინდება, მაგრამ ეს კავშირი ბედნიერებას არ მოუტანს და მალევე დაენგრევა. შესაძლოა ოჯახის ქალებიდან ერთ-ერთი (ან თავად ის, ვისაც მკვდარი სიზმრებში ეწვია) დაორსულდეს, მაგრამ ბავშვი სუსტი ჯანმრთელობით დაიბადება ან სერიოზული თანდაყოლილი პრობლემით.