გარშემო მყოფებთან საერთო ენის მონახვა გიძნელდებათ, მიზეზი შესაძლოა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ნეგატიური თვისებები იყოს, რომელსაც თქვენ სხვა დანარჩენი წარმომადგენლებისგან შედარებით, უფრო ინტენსიურად ავლენთ ურთიერთობებში.
მაშ ასე, რა გიშლით ხელს იმაში, რომ გარშემო მყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ:
ვერძს - სიფიცხე, უტაქტობა და ეგოიზმი უშლის ხელს.
კუროს - სიჯიუტე, სიძუნწე, სიახლეების მიუღებლობა ულახავს რეპუტაციას.
ტყუპს - ჭორაობისკენ მიდრეკილება, არასერიოზულობა, ინტრიგების ხლართვის სურვილი.
კირჩხიბს - ფხუკიანობა, ზედმეტი ემოციურობა, წყენის გულში ჩადების ჩვევა.
ლომს - ქედმაღლობა, სხვებზე დომინირების სურვილი, ამპარტავნება.
ქალწულს - ზედმეტი კრიტიკულობა, ემოციური სიცივე, ანგარიშიანობა.
სასწორს - მერყეობა, ბრძოლისუუნარობა, ზედმეტი ხათრიანობა.
მორიელს - აგრესიულობა, შურისმაძიებლობა, ინტრიგნობა.
მშვილდოსანს - ბაქიაობა, საკუთარი დანაპირების შესრულების უუნარობა, გადამეტებული ოპტიმიზმი.
თხის რქას - სნობიზმი, მეშჩანურობა, ზედმეტი ფორმალობა.
მერწყულს - არასერიოზულობა, ზედმეტი ექსცენტრიკულობა, საკუთარი ორიგინალურობის დამტკიცების სურვილი.
თევზებს - სხვებზე საკუთარი პრობლემების გადაბარების მცდელობა, წუწუნი, თავის შეცოდებისკენ მიდრეკილება.