ქალების დიდ ნაწილს გარკვეული მიდრეკილება გააჩნია ამა თუ იმ ნივთისა და აქსესუარის ამოჩემებისკენ, რაც ზოდიაქოს ნიშნის და მმართველი პლანეტების გავლენას ექვემდებარება. ცნობილი ადამიანებზე და პოპულარულ "მოდურ გოგოებზე" დაკვირვების შედეგად, ჟურნალმა Harper's Bazaar საინტერესო სტატისტიკას მიაკვლია.
აღმოჩნდა, რომ ვერძი ქალები გიჟდებიან ქუდებსა და სათვალეზე.
კუროებს შარფებისა და სუნამოების ამოჩემება უყვართ.
ტყუპი ხშირად იჩემებენ ჩანთებს.
ხოლო კირჩხიბებს მოსწონთ სამკაულების (კერძოდ ბეჭდების და ყელსაბამების) ამოჩემება.
ლომი ქალები ყველაზე ხშირად იჩემებენ ძვირფას ოქროს ბეჭდებს.
ხოლო ქალწულების აჩემება არც მეტი არც ნაკლები კოსმეტიკური ნაკრებია, რომელიც სულ თან დააქვთ.
სასწორ ქალებს თურმე უყვართ აქსესუარების (თმის სამაგრების, გულსაბნევების) ამოჩემება.
ხოლო მორიელ ქალებს ძალიან მოსწონთ ტყავის მასიური ქამრები და ხელთათმანები.
მშვილდოსნები ყველაზე ხშირად იჩემებენ კედებს და სპორტულ ფეხსაცმელს.
ხოლო თხის რქების აჩემება ყოფილა ბრენდული და საქმიანი კოსტუმი.
მერწყულ ქალებს მოსწონთ სამკაულები ან ამულეტები.
ხოლო თევზი ქალები ყველაზე ხშირად იჩემებენ ნაქსოვ ან ტრიკოტაჟის სამოსს.