ადამიანებს, ვისაც დაბადებიდან ორი სახელი დაჰყვათ - ერთი პასპორტით მეორე კი "კნინობითი" ანუ მოსაფერებელი (ე.წ. "კლიჩკა-მეტსახელი") გაორებული ბედი და ცვალებადი ხასიათი აქვთ. ეს იმიტომ, რომ როგორც ეზოთერიკოსები თვლიან, სახელსა და ზოგადად, მის ვიბრაციას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის არამხოლოდ ბედზე, არამედ მის ხასიათზეც . ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნით დღეს ამ თემას ცოტა უფრო ვრცლად გავშლით და ვიმსჯელებთ იმაზე, არის თუ არა სასურველი სახელის შეცვლა და თუ არის, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მისგან.
ნუმეროლოგიური ანალიზის მიხედვით, ნებისმიერს შეუძლია საკუთარი სახელისა და გვარის ციფრებზე "გადახურდავება" ანუ ვინაობის ნუმეროლოგიური ვიბრაციის გამოთვლა. საამისოდ თქვენი სახელი და გვარი, შესაბამისი ნუმერაციის ანბანურ ექვივალენტზე უნდა გადაიყვანოთ (მაგ. ანა - ა პირველი ასოა ქართულში შესაბამისად, დაიწერეთ ქულა ერთი, ნ კი მეცამეტეა ამიტომ რიცხვი 13 უნდა დაყოთ ერთიანის და სამიანის ჯამად, შესაბამისად პირველი ასოსგან მიღებულ ერთს ოთხს დაუმატებთ და სახელის ბოლო ასოც რაკიღა არის ა კიდევ ერთ ერთიანს დაამატებთ თქვენი ვინაობის "ყულაბაში". საბოლოოდ მივიღებთ ციფრს - 6, ანუ მათ, ვისაც ანა ჰქვია (პასპორტით და ყოველდღიურად) სახელის შესაბამისად ნუმეროლოგიურად რიცხვი 6 გამოადგებათ.) იგივე პრინციპით ითვლით გვარსაც თუკი, რა თქმა უნდა, მის შეცვლაზეც ფიქრობთ სამომავლოდ.
როგორც ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა ამბობს, სახელის ცვლა და მისი ენერგეტიკა საკმაოდ ნელა მოქმედებს დროში. ამიტომ ნუ დაელოდებით, რომ ვინაობის შეცვლისთანავე თქვენი ბედი რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, თუკი თქვენ საკუთარ ახალ ვინაობას ინტენსიურად დააპროგრამებთ რაიმე, კონკრეტულ პროფესიულ ან პირად მიღწევაზე (მაგალითად აიღებთ ფსევდონიმს მწერლის პროფესიის დასაწყებად) შესაძლოა ახალი ვინაობის ვიბრაციამ საკმაოდ ხილული შედეგები მოგცეთ უკვე მოკლე ხანში.
შემთხვევითი როდია, რომ მსოფლიო ვარსკვლავებისა და მსახიობების, ცნობილი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების საკმაოდ დიდ ნაწილს შეცვლილი აქვს სახელი, გვარი ე.წ. "სასცენო" ან საზოგადო ფსევდონიმით. ნუმეროლოგები თვლიან, რომ ახალი მართლაც არის უნიკალური გასაღები ახალი ცხოვრების დასაწყებად, თუმცა საიმისოდ თავადაც მოგიწევთ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა და მონდომება. იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ყველა თავისი ბედის მჭედელია ამ გალაქტიკაში.