ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ცხოვრებით ყოველთვის უკმაყოფილო არიან

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ცხოვრებით ყოველთვის უკმაყოფილო არიან

ბედნიერების, როგორც სიტყვის დეფინიციად სხვადასხვა რამეს მოიაზრებს. ზოგისთვის ბედნიერება ბევრი ფულია, ვიღაც კი მეგობრების გარემოცვაშია უზომოდ ბედნიერი და კმაყოფილი ცხოვრებით. ასტროლოგები თვლიან, რომ ბედნიერების აღქმაში ადამიანს ხშირად საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი ეხმარება ან სულაც უშლის ხელს. იმიტომ რომ თითოეული ზოდიაქო კონკრეტული პლანეტარული გავლენით იმართება. შესაბამისად, ალბათ გასაკვირი არ არის, რომ შეზღუდვების პლანეტა სატურნით მართული თხის რქა ცხოვრებას უფრო სერიოზულად უყურებდეს ვიდრე გამარჯვების პლანეტა იუპიტერით მართული მშვილდოსანი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ცხოვრებით უკმაყოფილო ზოდიაქოს ნიშნებს შორის სულ სხვა კანდიდატები მოხვდნენ. თუ რატომ, ამას ახლავე გავიგებთ:

ქალწული

ასტროლოგები თვლიან, რომ ქალწულის ნიშნით საკმაოდ მეწვრილმანე, სუპერ-პერფექციონისტი ხალხი იბადება. ქალწულები მუდამ დაძაბულები არიან და უკმაყოფილი მათ გარშემო არსებული სამყაროს ქაოსით. არადა, კარგი იქნებოდა, ცოტაოდენი განტვირთვის უფლება მიეცათ საკუთარი თავისთვის. იმიტომ რომ მოვალეობები, რომელსაც ქალწულების დიდი ნაწილი თავად იღებს ხოლმე ნებაყოფლობით საკუთარ თავზე, ხშირად ნერვოზის ტოლფასი ხდება მათთვის. თუმცა ცხოვრებაში მსხვერპლის როლს ისინი თავად ირჩევენ და ვერ უპოვიათ "ოქროს შუალედი". ერთი მხრივ ძალიან სურთ, რომ ბედნიერი იყონ, მეორე მხრივ კი სუნთქვა უჭირთ ამ არაიდეალურ სამყაროში. შესაბამისად, მათთვის კარგ განწყობაზე ყოფნა ძნელი და იშვიააი საქმიანობაა.

კირჩხიბი

კირჩხიბის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები ხშირად უწოდებენ "დიდ ბავშვებს" ხასიათის ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა პრეტენზიულობა, ინფანტილურობა, საკუთარი თავის გამუდმებით შეცოდებისა და წუწუნის უნარი. მათი პრობლემების მიზეზი ასევე ხშირადაა ეჭვიანობა და გადამეტებული სენსიტიურობა. კირჩხიბების დიდ ნაწილს საკუთარ თავში მუდამ ეპარება ეჭვი, ისინი ადვილად იძენენ მავნე ჩვევებს და ხშირად ექცევიან სხვა, გაცილებით უფრო ძლეირი და მანიპულაციის უნარით დაჯილდოებული ხალხის გავლენაში. რაც თავის მხრივ სერიოზულად მოქმედებს მათ თავმოყვარეობაზე. კირჩხიბები ხშირად გრძნობენ თავს უბედურად, განსაკუთრებით მაშინ შემოუტევთ ხოლმე ნეგატიური განწყობა, როცა მთვარის ფაზები იცვლება. გარდა ამისა, მათ ახასიათებთ მუდმივი ჩივილები საკუთარ უიღბლობაზე, ერთი მხრივ იგი დაქვემდებარებულის როლს ვერ ეგუება, მეორე მხრივ კი ხშირად ძალა და გამბედაობა არ ჰყოფნის საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი იყოს თავად. ამის გამოა ბევრი კირჩხიბი ხშირად უბედური.

თევზები

როგორც ასტროლოგიური სტატისტიკა ცხადყოფს, გამოკითხული ადამიანებიდან ძალზე დიდი ნაწილი, რომელიც ხშირად დეპრესიულ ან მსუბუქი პესიმიზმის მდგომარეობაში იმყოფება თევზების ნიშნითაა დაბადებული. პლანეტა ნეპტუნი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ხშირად იწვევს თევზებში იმის შეგრძნებას, რომ ცხოვრება ერთი დიდი ქაოსია და რომ ისინი ამ ქაოსში უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. თევზების ნიშნით დაბადებული ბევრი ადამიანი მძაფრად განიციდის რეალური სამყაროსგან გაქცევის მოთხოვნილებას, რასაც ზოგიერთი გაცილებით უფრო ქუდბედიანი სახელოვნებო სფეროებში წარმატების გასაღებადაც აქცევს ხოლმე, თუმცა რიგი მათგან ბანალურად - ალკოჰოლ ან ნარკოტიკ დამოკიდებული ხდება საიმისოდ, რომ როგორმე თვალი აარიდონ მკაცრ რეალობას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?